აჭარაში შესაძლოა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა დატოვონ

პარლამენტისგან განსხვავებით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესაძლოა მაჟორიტარები ისევ აირჩიონ. უმაღლესი საბჭოში ამ საკითხზე ჯერ ოფიციალურად არ უმსჯელიათ, თუმცა, მაგალითად, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო ჩხეტია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დატოვების მომხრეა. „პირადად ჩემი მოსაზრებით, სრულებით დიდ აუცილებლობად არ ვთვლი, რომ რადგან პარლამენტის შემთხვევაში მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, გინდა თუ …

 რამდენი ხმა იქნება საჭირო უმაღლეს საბჭოში ერთი მანდატის მოსაპოვებლად – 0%-იანი ბარიერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ არჩევნებში, ნულოვანი ბარიერის პირობებში, პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ადგილის] მოსაპოვებლად მინიმუმ 14 817 ხმა დასჭირდება, რაც საერთო ხმების 4,76 პროცენტია. ეს იმ შემთხვევაში, თუ აჭარის საარჩევნო ოლქებში ხმას მისცემს ყველა ის ამომრჩეველი, ვინც სიაშია რეგისტრირებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი, აჭარის ექვსივე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 311 149 იყო. მაგალითისთვის, …

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარა TV-ის ბორდის ახალი წევრი გასაუბრების გარეშე შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ გასაუბრების გარეშე შეარჩია. დღეს, 31 ოქტომბერს, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მისი რჩეული გიგა ჩხარტიშვილია. კანდიდატს დეპუტატებმა კენჭი ხვალინდელ სხდომაზე უნდა უყარონ – ფარულად. „ხომ ვიცოდით მაინც ყველამ“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბორდის წევრობის კანდიდატი, ნათია სირაბიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. სოციალურ …

უმაღლესი საბჭო შრომის ანაზღაურებაში ცვლილებას არ გეგმავს

დღეს, 15 იანვარს, აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ერთ-ერთი საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურებას შეეხება. უმაღლესი საბჭოს წევრის, ნინო ჩხეტიას განმარტებით,  საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს ახალი კანონის ძალაში შესვლის გამო ძალადაკარგულად გამოცხადდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი. კანონი, რომელიც უქმდება, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. როგორც ნინო …

რამდენი ლარით დაჯარიმდება უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც სხდომას გააცდენს

დეპუტატი, რომელიც უმაღლესი საბჭოს პლენარულ ან კომისიის სხდომას გააცდენს, თანამდებობრივი სარგოს ერთი დღის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ჩანაწერი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში 2005 წლიდან არსებობს, მაგრამ „არების“ მქონე დეპუტატებს ვერ აჯარიმებდნენ. მიზეზი ამავე რეგლამენტის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც „ოჯახური პირობების გამო“ სხდომის გაცდენა საპატიო მიზეზად მიიჩნეოდა. 2018 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ სატელეფონო ზარი და იმის თქმა, რომ …

უმაღლესი საბჭოს ახალი ინიციატივა გრანტების მისაღებად

დონორი ორგანიზაციებისგან პირდაპირი წესით გრანტების მისაღებად უმაღლესი საბჭო კანონპროექტის შემუშავებას აპირებს. დადგენილების პროექტს უმაღლესი საბჭოს ბიურომ უკვე დაუჭირა მხარი. თუკი უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაამტკიცებს, კანონში „გრანტების შესახებ“, ასევე საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება შევა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სახელისუფლებო ორგანოებს პირდაპირ შეეძლებათ სხვადასხვა სახის გრანტის მიღება. დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, გრანტის მისაღებად, მაგალითად …

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს უმაღლეს საბჭოში

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს დავით ბაციკაძე ხარჯავს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელი. იგი რომელიმე კომისიის თავმჯდომარე არ არის. პირველ ოთხ თვეში მან ზუსტად 1578 ლიტრი საწვავი დახარჯა. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა დეპუტატმა. დავით ბაციკაძის განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც ახლა დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ …

ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს

აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს დეპუტატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, მაგალითად, დავით თედორაძის, რომელიც „აჭარის მწერალთა სახლში“ ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. ასევე ილია ვერძაძის შემთხვევა. ის პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. თებერვალში, როცა „ბათუმელები“ ინტერესთა შესაძლოა შეუთავსებლობის ფაქტებზე წერდა, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავდნენ. თებერვალში …

შემოდგომამდე უმაღლესი საბჭო კანონების მიღებას არ აპირებს

გასული წლის ნოემბერში შეკრებილ კანონმდებლებს ამ ეტაპზე არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირებული არ აქვთ. საგაზაფხულო სესია აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მარტს გაიხსნა. „არ გვინდა ისე გამოვიდეს, რომ მივიღოთ კანონი და მერე, შემოდგომაზე ისევ შესაცვლელი დარჩეს“, – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. შემოდგომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ელოდებიან. დავით გაბაიძე არ მალავს, რომ აქტიური …

ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე

უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს იმ დეპუტატების საქმე, რომლებიც სხვა ორგანიზაციებშიც მუშაობენ და დამატებით ანაზღაურებას იღებენ. ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითოეული დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე კომისია გაფართოებულ სხდომაზე, მომავალ კვირას იმსჯელებს. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი, ვისზეც „ბათუმელები“ წერდა, დავით თედორაძეა. ის ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილეა და ხელფასის სახით ხელზე 554 …

შეამცირებს თუ არა ადმინისტრაციულ ხარჯებს აჭარის მთავრობა

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, ჯამში 6 მილიონი ლარით იზრდება, ხარჯები კი – 14 მილიონით. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის დასკვნით, მომავალი წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადმინისტრაციული ხარჯებია გაზრდილი და მხარჯავმა დაწესებულებებმა ისინი უნდა შეამციროს. ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვარიანტს მთავრობა უმაღლეს საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენს. აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭოდან უკვე შეახსენეს, რომ აჭარის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული …

ახალი კადრები უმაღლეს საბჭოში

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციის ნაკლებობას საყვედურობდნენ. ასევე ამბობდნენ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს კვალიფიციურ მომსახურებას  ვერც აპარატებში დასაქმებული საჯარო მოხელეები უწევდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა გამოცდილება აქვთ მათ, ვინც ახალმა უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია. აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებისა და ფრაქციების აპარატების თანამშრომლები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ. ბევრიც, ჯერჯერობით, თანამდებობას ინარჩუნებს. უმაღლესი …

Exit mobile version