ახალი ნაგავსაყრელები ყველა დასახლებულ პუნქტში – 2022-2026 წლის ეროვნული გეგმა

2026 წლისთვის საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელები და გადამტვირთი სადგურები უნდა მოეწყოს, ამავე დროისთვის უნდა დაიხუროს ყველა ძველი ნაგავსაყრელი. ამის შესახებ ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში წერია, რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ 2026 წლამდე ქვეყანაში დაინერგოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ახალი სერვისი …

ევროკავშირის ელჩის გამოწვევა საქართველოს მთავრობას

„ეს არის 10 ლარი იმ ადამიანისთვის, ვინც მე პლასტიკის პარკით დამინახავს“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ვიდეორგოლში, რომელიც ნარჩენების შემცირებას შეეხება. „გარემოს ქმნი შენ“ – კამპანიის ფარგლებში მომზადებულ  ერთწუთიან ვიდეორგოლში კარლ ჰარცელი საუბრობს თითოეული ადამიანის წვლილზე, გარემოს დაცვაში და ნარჩენების შემცირების საქმეში. „ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ საკუთარი წვლილი გარემოს დაცვაში. მაგალითად, როდესაც საყიდლებზე მივდივარ …

ბათუმში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მაისში დაიწყება

„მინდა მოგილოცოთ, ნამდვილად მოსალოცი ამბავი არის. ჩვენს რეგიონში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარ გვქონდეს ჩაწოლილი პროექტები. 2009 წელს არის დაწყებული ეს პროექტი. კატეგორიულად მიუღებელია ათი წლის მანძილზე ვერ ვახერხებდეთ პროექტების განხორციელებას,“ – ამ სიტყვებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის მცხოვრებლებს ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დღეს მიულოცა. აჭარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყარის მშენებლობისთვის 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. …

როდის დაიწყება ნარჩენების დახარისხება და რა ვალდებულება ექნება მეწარმეს

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ოქსოდეგრადირებადი, ასევე, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის [ცელოფნის] პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკები კი 2019 წლის პირველი აპრილიდან მთლიანად აიკრძალება და დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები. ამ თემაზე: რა ელის ცელოფნის პარკების ბიზნესს – აკრძალვა ძალაშია პირველი ოქტომბრიდან ბიოდეგრადირებადი პარკები არ არის იდეალური გამოსავალი მაგალითად, ზღვებისა და …

ქედის სოფლებს მალე მეორე ნაგავმზიდი მოემსახურება

ქედის თვითმმართველობას სუფთა მუნიციპალიტეტის ამბიცია აქვს. ვინაიდან, ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა მერიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. თვითმმართველობის მოხელეები ყოველ წელს, პერმანენტულად, დასუფთავების აქციებსა და კამპანიებში მონაწილეობენ, რის საშუალებითაც არაერთი ხელოვნური ნაგავსაყარი და ხევი დასუფთავდა. გარდა ამისა,  საინფორმაციო კამპანია – ,,ნარჩენების სწორი მართვით შევინარჩუნებთ ბუნებრივ გარემოს” – წარმატებით წარიმართა, რომლის …

როგორ ნადგურდება არჩევნების შემდეგ გამოუყენებელი ქაღალდები

ცესკოს ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი დაიხარჯა. ცესკოს  ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე 9 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიხარჯა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ხდება გამოუყენებელი ან გამოუსადეგარი მასალების მართვა არჩევნების შემდეგ, ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე ამბობს, რომ კონვერტები სადაც ბიულეტენები დევს, ხმების დათვლის შემდეგ, ნაგავში იყრება. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ მორჩენილი ქაღალდის …

სამშენებლო ნარჩენები ხევებსა და მდინარეებში

საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმა არ აქვთ გაწერილი. კონტროლი მეტ-ნაკლებად მხოლოდ საყოფაცხორებო ნარჩენებზე ხორციელდება. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს, სოფლებში არავინ აკონტროლებს. ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის ნარჩენებს, როგორც ადგილობრივები, ასევე სამშენებლო კომპანიები ხევებში, მდინარეებსა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან. ქედის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში, სამშენებლო ნარჩენებს დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე, …

Exit mobile version