2019 წლის პირველი აპრილიდან საპატრულო პოლიციას უფლება აქვს მძღოლი ნარკოტესტერის საშუალებით შეამოწმოს, იმყოფება თუ არა ის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების [მათ შორის მარიხუანას] ზემოქმედების ქვეშ. ასეთი ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. თუ პოლიციელს გაუჩნდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავს მარიხუანას ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი პორტატული ნარკოტესტერის …
Tag Archives: ნარკოტესტის ნიმუში
ნარკოტესტი იძულებით და ორი ექსპერტიზის სხვადასხვა დასკვნა
ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში ბრალდებულ დათო ნ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ექსპერტიზის ორი დასკვნიდან მოსამართლე ირაკლი შავაძისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც წერია, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი არ მოუხმარია. მანამდე დათო ნ.-ს ნარკოტესტირება ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ჩაუტარეს, სადაც ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე უთხრეს, რომ ნარკოტიკი მოიხმარა. პროკურატურა მის დასჯას სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე აპირებდა. …
Continue reading “ნარკოტესტი იძულებით და ორი ექსპერტიზის სხვადასხვა დასკვნა”
როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას
გასულ კვირას ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. ისინი დაკავებიდან 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დაუშვებელია, ადამიანს აიძულო ნიმუშის ჩაბარება – ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე, რომელიც დაკავებულთა უფლებებს იცავდა. გასულ კვირას …
Continue reading “როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას”
საიას იურისტი: ნარკოტესტისთვის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს
გუშინ, 23 თებერვალს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. პოლიციაში დაკავებლებთან თავდაპირველად არ უშვებდნენ ადვოკატებს. მოგვიანებით ადვოკატებს, რომელთაგან ერთ-ერთი საიას თანამშრომელი იყო, შენობაში შესვლის უფლება გვიან ღამით მისცეს. „ბათუმელები“ წუხანდელი დაკავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საიას ადვოკატს პაატა დიასამიძეს ესაუბრა. პაატა, როგორ დასრულდა გუშინ …