ოცნების აგიტატორი „ოცნებას“ სასამართლოში უჩივის – „ყელიდან ნავთობის სუნი ამომდის“| ვიდეო

„ივანიშვილმა თქვა, ბიუჯეტი გადატენილია, გვაქვს ფულებიო და მე მეუბნებიან, ფული არ არისო… ვიწამლებით ხალხი, გამიყვანონ აქედან, ნავთობის სუნი ამომდის ყელიდან“, – ამბობს ბათუმში, ბარცხანაში მცხოვრები იზოლდა ჯაბნიძე. ერთ წელზე მეტია, რაც მისი სახლის ეზოში სავარაუდოდ ნავთობის ძველი მილიდან ნავთობის ნარჩენებმა გამოჟონა. ეზოში, სადაც ნავთობის სუნი შესვლისთანავე იგრძნობა, მოქალაქეს სხვადასხვა უწყებიდან მიღებული წერილები გამოაქვს. „უშედეგოა ყველაფერი, …

„რუსთავი 2“-ის დირექტორის კომპანია ბათუმში საზღვაო ნავთობტერმინალს აფართოებს

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე [თევზის ბაზრის მიმდებარედ] არსებული საზღვაო ნავთობტერმინალის გაფართოება იგეგმება. „სარეზერვუარო პარკის რეკონსტრუქციის შემდეგ ნავთობპროდუქტების საცავის ჯამური მოცულობა 20 000 კუბურ მეტრამდე, ხოლო წლიური ტვირთბრუნვა დაახლოებით 500 000 ტონამდე გაიზრდება. დღეის მდგომარეობით ძირითადი სარეზერვუარო პარკის შემადგენლობაში შედის 4 ვერტიკალური რეზერვუარი, საერთო მოცულობით 9000 კუბ/მ და 3 მცირე ზომის ჰორიზონტალური რეზერვუარი. რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია …

ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა

ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ბათუმში ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა

ბათუმში, ბონის დასახლებაში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ რეზერვუარს ცეცხლი მოედო, საგანგაშო სიტუაცია აღარ არის. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები. განახლება: ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ცეცხლი ნავთობის ცისტერნას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. …

„საკვების გარეშე დაგვტოვეს, ჩვენი ხელფასი 420 ლარია“ – სახელმწიფო დაცვის პოლიციელი

„ერთ კვირაზე მეტია, საჭმელს აღარ გვაჭმევენ… ჩემი ხელფასი 420 ლარია, ისევ დღეჩაგდებით გვიწევს მუშაობა 24 საათი,“ – ამბობს სახელმწიფო დაცვის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი „ბათუმელებთან“. მას ვინაობის გამხელა არ სურს. დაცვის პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა. თანამშრომელი, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა, ბათუმის ნავთობტერმინალის დაცვის ობიექტზე მუშაობს. დაცვის პოლიციელის კვებისთვის თანხას სახელმწიფო არ იხდის. ამ შემთხვევაში გამონაკლისი …

მდინარე ბარცხანაში ნავთობი იღვრება – სახელმწიფო პრობლემას არ აგვარებს [ვიდეო]

ზღვასა და ნავთობტერმინალს შორის, მდინარე ბარცხანაში, ნავთობის შემცველი ნივთიერება იღვრება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქემ აცნობა. ადგილზე  „ბათუმელებს“ ნავთობტერმინალის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ პერიოდულად წმენდნენ მდინარეს და დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება. იგივე გვითხრეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მდინარის კალაპოტი მხოლოდ ზედაპირულად დაათვალიერეს და წასვლამდე მოკლედ განმარტეს, პერიოდულად მეორდება ნავთობის შემცველი პროდუქტის ჩაღვრა ბარცხანის ხიდთან. …

Exit mobile version