ახალი ნაგავსაყრელები ყველა დასახლებულ პუნქტში – 2022-2026 წლის ეროვნული გეგმა

2026 წლისთვის საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელები და გადამტვირთი სადგურები უნდა მოეწყოს, ამავე დროისთვის უნდა დაიხუროს ყველა ძველი ნაგავსაყრელი. ამის შესახებ ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში წერია, რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ 2026 წლამდე ქვეყანაში დაინერგოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ახალი სერვისი …

აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელიც ნაგავსაყარზე ცხოვრობს: 22 ლარს მაძლევს სახელმწიფო

„ყოველდღე ნაგავსაყრელზე ხორცის კონსერვის და „ბუმის“ კოლოფებს ვაგროვებ, 20-25 კოლოფი მაინც უნდა მოაგროვო, კილო რომ გამოვიდეს. სახელმწიფო მხოლოდ 22 ლარს მიხდის, როგორ ვიარსებოთ? 3 შვილი მყავს, მეშინია, მშიერი არ მომიკვდეს შვილები… 22 ლარს იმიტომ მიხდიან, რომ აგვისტოს ომის ვეტერანი ვარ,“ – ამბობს 39 წლის ჯემალ ბერიძე, რომელიც წლებია ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს. ნახეთ, რატომ უხდის 22 …

რა დარღვევები დაინახა სახალხო დამცველმა „ქობულეთის ნაგავსაყრელის საქმეზე“

„ვინაიდან საკითხი პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებასთან, აუცილებელია კანონმდებლობა ცალსახად და მკაფიოდ განსაზღვრავდეს 500-მეტრიანი მანძილის ათვლის კრიტერიუმებს…“ – ეს სახალხო დამცველის დასკვნაა „ქობულეთის ნაგვასაყრელის საქმეზე“. ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრები 4 მოქალაქე სახელმწიფოს სასამართლოში ედავება – ეს ოჯახები თვლიან, რომ ახალი ნაგავსაყრელის კანონით განსაზღვრულ 500 მეტრიან რადიუსში ცხოვრობენ და იზღუდება მათი საკუთრების, …

„ახალი ნაგავსაყრელი შეიცავს საფრთხეს“ – 4 მოქალაქე მთავრობას სასამართლოში უჩივის

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთში შესაძლოა შეჩერდეს, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მშენებლობა უკანონოა. ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეები სოფელ ცეცხლაურში ცხოვრობენ, სადაც ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა მთავრობამ 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. ეს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მშენებლობა უკანონოა, შეიცავს საფრთხეს და არღვევს მათი საკუთრებას უფლებას. მგელაძეებმა სარჩელით უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი …

საიდან მოდის სუნი, რომელიც ბათუმში პერიოდულად აწუხებთ

ბათუმში, განსაკუთრებით ადლიისა და ანგისის დასახლებაში, პერიოდულად აწუხებთ მძაფრი სუნი. ზაფხულში ამ პრობლემაზე ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებლებიც საუბრობდნენ. მოსახლეობა ვარაუდობდა, რომ სუნი საკანალიზაციო სისტემებზე მიერთებული გამწმენდი ნაგებობებიდან მოდიოდა. თუმცა, ბათუმის მერის ინფორმაციით, სინამდვილეში ეს სუნი არა გამწმენდი ნაგებობიდან, არამედ გონიოს ნაგავსაყრელად ქცეული პოლიგონიდან მოდის. „ჩვენ ჩავატარეთ ინსპექტირება და იქ, ძირითადად, არის ნაგავსაყრელის სუნი. ვფიქრობთ, რომ ნაგავსაყრელის …

9,4-მილიონამდე ლარი ქალაქისა და მერიის შენობების დალაგება-დასუფთავებაზე დაიხარჯება

ქალაქის ქუჩების, მერიის ადმინისტრაციული შენობების დასუფთავებისთვის, ნარჩენების გატანასა და ნაგავსაყრელის ოპერირებისთვის ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში, ჯამში, 9 426 042 ლარია გათვალისწინებული. მომსახურებას, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს, მუნიციპალიტეტი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ამისთვის ოთხი ტენდერია გამოცხადებული: [checklist] ქალაქის ქუჩების, პარკებისა და მოედნების დასუფთავებისთვის სატენდერო თანხა 5 406 306 ლარია. პირობების მიხედვით, ზაფხულში ქუჩების, მოედნების, …

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქალაქში, ზღვის პირას [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ნაგავს დღემდე ყრიან. რამდენიმე თვის წინ თუ აქ ძირითადად სამშენებლო ნაგავს ყრიდნენ, ამჯერად ეს ადგილები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა სავსე. ვინ ყრის ნაგავს, „ბათუმელებს“ მონიტორინგი არ ჩაუტარებია, თუმცა ტერიტორია ქალაქის საკუთრებაშია. მიმდინარე წლის აპრილის თვეში, როცა ზღვის სეზონის დაწყებამდე აქ არსებულ სიტუაციაზე ვწერდით, ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, …

„ნაგავსაყრელი“ ბათუმის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ზღვისპირა ზოლი, ფაქტობრივად, სამშენებლო მოედნად და არაოფიციალურ თუ ოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. პლაჟზე გასასვლელი, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე, რკინის ბადითაა შემოღობილი – აქ ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს [თუმცა დღეს, 30 აპრილს, კარგ ამინდში, საღამოს 6 საათზე, აქ ერთი ტრაქტორი იდგა და არავინ მუშაობდა]. აქ ინტენსიურად მოძრაობდნენ მძიმე სატვირთო ავტომობილები, რომლებიც მშენებლობის მოედნიდან ამოღებულ …

Exit mobile version