„მწვანე უბნები ბათუმს“ – პეტიციის განხილვა მოქმედმა საკრებულომ ვერ მოასწრო

ონლაინ პეტიცია  „მწვანე უბნები ბათუმს“ საინიციატივო ჯგუფმა ბათუმის  საკრებულოში 2021 წლის ივნისში დაარეგისტრირა. ამ პეტიციით  მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქალაქის რეკრეაციული სივრცეების სახელდებას, სტატუსის მინიჭებას და მათ დაცვას ითხოვენ. როგორც საინიციატივო ჯგუფს შეატყობინეს პეტიცია საკრებულოს ბიუროს აგვისტოში უნდა განეხილა, თუმცა ბიუროს სხდომა გადაიდო. ბოლო ინფორმაციით რაც საინიციატივო ჯგუფის წევრებს აქვთ არის ის, რომ საკრებულომ საკითხი …

30-მდე ადგილი ბათუმში, სადაც მოქალაქეები სკვერის მოწყობას ითხოვენ – რას უპასუხებს მერია

არაფერი იცავს მწვანე სივრცეს ბეტონის კედლად გადაქცევისგან, მით უმეტეს მაშინ, როცა მას სკვერის ან პარკის სტატუსი არ აქვს. ხოლო თუ ეს მწვანე სივრცე ზღვასთან ახლოსაა, ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ მწვანე ფერი, რომელსაც შენი ფანჯრიდან ხედავ, განაცრისფრდება, ფერადი საბავშვო ატრაქციონის ნაცვლად კი შენი ფანჯრის წინ დიდი კედელი ამოვა, რომელიც არამხოლოდ სივრცეს გიკეტავს, გართმევს გამწვანებულ …

როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში

ნაცრისფერი, ქათქათა, ლურჯი – ძირითადად ეს ფერები დაასახელეს. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ათი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ ბათუმი მწვანეა. გამოკითხულთა შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ბათუმის საკრებულოს წევრი, მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, აჭარის მთავრობის მაღალჩინოსანი, კერძო კომპანიის მენეჯერი, ჟურნალისტი, ეკონომისტი და სტუდენტები. ნაცრისფერი გამოკითხულთაგან ოთხმა ბათუმის დომინანტ ფერად დაასახელა, მათ შორის, ერთმა ბეტონისფრად, მეორემ …

„ჩვენ მშენებლების მძევლები ვართ“ – არასაკმარისი მწვანე სივრცე ბათუმში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოში ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი კვდება. დამაბინძურებელი წყაროების რისკების შესამცირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე ურბანული სივრცეები. მწვანე სივრცე, გარდა იმისა, რომ ფილტრავს დაბინძურებულ ჰაერს, აქტიური ფიზიკური ცხოვრების საშუალებასაც იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – უმოქმედო ცხოვრების წესით და ფიზიკური აქტიურობის ჩვევის უქონლობით მსოფლიოში 3,2 მილიონი ადამიანი იღუპება წელიწადში. მწვანე სივრცის რა …

Exit mobile version