მწერალთა სახლი „სულაკაურის გამომცემლობას“ სოლიდარობას უცხადებს

მწერალთა სახლი ეხმიანება და დაუშვებლად მიიჩნევს „სულაკაურის“ გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას. „ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული. მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ პირველ გამომცემლობას და პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია …

დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება – მწერალთა სახლის განცხადება რუსულ კანონზე

საქართველოს მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს. „მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება. ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს, როცა მწერალთა სახლში საჯაროდ იხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა იყოს, საქართველოს …

ლიტერატურული კონკურსი მოსწავლეებისთვის დავით კლდიაშვილის შემოქმედებაზე

მწერალთა სახლი დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს უფროსკლასელთათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიხედვით ორი შეთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ ერთ-ერთი. ეს თემებია: რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები? ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო …

„ლიტერადან“ 92 წიგნი მოიხსნა, კონკურსის ჩატარება შეუძლებელია – მწერალთა სახლი

„მწერალთა სახლი“ ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ლიტერაზე“ საკონკურსოდ წარდგენილი 110 წიგნიდან 92 წიგნი მოხსნილია, რაც კონკურსის ჩატარებას შეუძლებელს ხდის. „წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს. შესაბამისად, „ლიტერას“ ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე მწერალთა სახლი …

ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის

მწერალთა სახლი უფროსკლასელებისთვის აცხადებს  ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. თემა თავისუფალია, მოთხრობა უნდა იყოს ფანტასტიკის ჟანრის და არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას. კონკურსისთვის ფანტასტიკის ჟანრი „მწერალთა სახლმა” მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო შეარჩია: „ოცდამეერთე საუკუნემ მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა კაცობრიობა. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ მივიღეთ  ეკოლოგიური …

ვინ მიიღო წელს იაკობ გოგებაშვილის ლიტერატურული პრემია – გამარჯვებულების სია

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისში, მწერალთა სახლში, ცნობილი გახდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულების ვინაობა. წელს პრემიის გამარჯვებულები არიან: საუკეთესო პოეტური წიგნი – გივი ჩიღვინაძე „მთების და ტყეების ამბები“, გამომცემლობა „ცისიერი“ საუკეთესო პროზაული წიგნი ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი – თეა თოფურია, სონია ელიაშვილი „წყალდიდობა ზოოპარკში“, გამომცემლობა Edition Orient პატარებისთვის, 7 …

5 წელიწადში წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 250 ქართველი ავტორის წიგნი თარგმნა 30 ენაზე

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ხუთი წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ამ ხნის განმავლობაში 250-მდე ქართველი ავტორის 30 ენაზე თარგმნილი 300 წიგნი გამოიცა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის თქმით, ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად, 155 უცხოელ გამომცემელთან თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა არა მარტო თანამედროვე, არამედ ძველი ქართული ლიტერატურა, მათ შორის ჰაგიოგრაფია, კლასიკა და თანამედროვე კლასიკა. 300 …

Exit mobile version