„შედარებით შორი თვალსაწიერიდან შენობის მასშტაბი მშვიდად ეწერება მრავალსართულიანი შენობების საერთო პანორამაში, რომლებიც განთავსებულია ობიექტის უშუალო სიახლოვეს, მოცულობის საერთო მასიურობას აქრობს, ფასადების ზედა ნაწილების მთლიანი შემინვა, რომელიც ცდილობს მოცულობის „გაუჩინარებას“ ცის ფონზე“, – ეს ამონარიდია აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის უარის წერილიდან, რომლითაც მან ორგანიზაციების „ბათომისა“ და EMC- ის საჩივარს უპასუხა. „ბათომი“ და EMC ბათუმის ბულვარში …
Tag Archives: მშენებლობა ბულვარში
ვინ მოიპარა ბანერი განათლების სამინისტროს ეზოდან კამერებისა და სამთავრობო დაცვის თვალწინ
განათლების სამინისტროში ამბობენ – „ჩვენ ხელი არ გვიხლიაო“ და „დარწმუნებით ვიცით ისიც, რომ ჩვენი არც ერთი თანამშრომელი ამ ამბავთან არანაირ კავშირში არ არისო“, თუმცა სამინისტროსთვისაც და საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ბათუმის ბულვარისთვისაც“ ფაქტია, რომ მათი ბანერი სამინისტროს შენობის წინ, სამთავრობო შენობის დაცვის ხედვის არეალში გაქრა. აჭარის განათლების სამინისტროს „წინაეზოში“, ღობეზე ბანერი წარწერით – „არ დავთმობთ ბულვარს“ …
„ამბასადორს“ ბულვარში პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600კვ/მეტრი უნდა – დღემდე უცნობი დოკუმენტი
კომპანია „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში საკუთარი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრისთვის პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600 კვ.მეტრი ტერიტორია სჭირდება. ამისთვის კომპანიის დირექტორი, ელგუჯა ქებურია, თავისივე ნაკვეთსა და ე.წ. საშინელებათა ოთახს შორის არსებულ ტერიტორიას ითხოვს ბათუმის მერიისგან. ამ წერილით ირკვევა, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ელგუჯა ქებურია ბათუმის ყოფილ მერს, ლაშა კომახიძეს 600 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ ავტოსადგომზე პარკინგის ადგილების გადაცემას მუნიციპალურ …
არმაზ ახვლედიანი აჭარაში კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს
„დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი, აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. ახვლედიანმა დღეს, 27 თებერვალს, ბრიფინგი ბათუმის ბულვარში იმ ადგილას გამართა, სადაც მიწას კომპანია „ალიანს ფრივილიჯი“ ფლობს. ტერიტორია უკვე შემოღობილია. „ეს მშენებლობა არის უნებრათვო. მე მივიღე ეს ინფორმაცია ბათუმის მერიიდან. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა აქ გეოლოგიური სამუშაოები, ახლა …
Continue reading “არმაზ ახვლედიანი აჭარაში კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს”