როგორ ამუშავებენ პლასტმასს ოზურგეთის ინოვაციურ საამქროში ახალგაზრდები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთი უცნაური საამქროა. აქ ნებისმიერ მსურველს სასურველი ფორმის სამგანზომილებიან ნივთს, ფიგურას დაუმზადებენ უმოკლეს დროში, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის მსგავსი მასალისგან. ამისთვის ერთადერთი რამაა საჭირო: დამკვეთს ზუსტად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, როგორი ფიგურის ან რა საგნის დამზადება სურს სამგანზომილებიანი ფორმატით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2021 წელს საბა სირაძეს და დათა ვაშაყმაძეს მეგობარმა, ვახტანგ დოლიძემ უამბო დანადგარების შესახებ, …

ნარჩენების დახარისხება – რა აჩვენა ექსპერიმენტმა ბათუმსა და თბილისში

რამდენად მზად არის საქართველოში მოსახლეობა ნარჩენების დახარისხებისთვის [სეპარირებისთვის]? – საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ამის შემოწმებას ისახავდა მიზნად, საქართველოს ორ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში შედგა, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბათუმისა და თბილისის მერიების თანამშრომლობით. ექსპერიმენტი 8 კვირას გაგრძელდა. პლასტმასის ბოთლების შესაგროვებლად ბათუმში 15 ურნა დაიდგა, თბილისში კი – 25. ბათუმში ექსპერიმენტის ავტორებმა ურნები …

ბათუმში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მაისში დაიწყება

„მინდა მოგილოცოთ, ნამდვილად მოსალოცი ამბავი არის. ჩვენს რეგიონში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარ გვქონდეს ჩაწოლილი პროექტები. 2009 წელს არის დაწყებული ეს პროექტი. კატეგორიულად მიუღებელია ათი წლის მანძილზე ვერ ვახერხებდეთ პროექტების განხორციელებას,“ – ამ სიტყვებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის მცხოვრებლებს ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დღეს მიულოცა. აჭარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყარის მშენებლობისთვის 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. …

Exit mobile version