რადიო, პომადა, ანკესი, ვარდები, რეიტუზი – რა სურთ საახალწლოდ სათნოების სავანეში

„ვარდების პატარა ბუკეტის დაწერა შეიძლება? მხოლოდ ვარდების ბუკეტი მეტი არაფერი… კიდევ შეიძლება? და ერთი ბამბანერკა, ვიღაცას უნდა ვაჩუქო, დაბადების დღე გვაქვს აქ“ – ამბობს 75 წლის ანატოლი ბუგნოვი. ის სათნოების სავანეში 5 წელია ცხოვრობს. – თქვენთვის არაფერი გინდათ? – მე არაფერი, მე ყველაფერი მაქვს. თქვენ რა გაჩუქოთ საახალწლოდ? – გვიბრუნებს კითხვას ანატოლი. ბათუმის სათნოების სავანეში …

როგორ ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები საფრანგეთში – რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

როგორია ევროკავშირში ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი სერვისები, როგორი ტიპის თავშესაფრებს სთავაზობენ მათ, რას გულისხმობს შინ მოვლის სისტემა და როგორ იხდიან ამ სახელმწიფო სერვისებით მოსარგებლეები. ქვემოთ მოცემულ მასალაში საფრანგეთის მაგალითებია წარმოდგენილი. ეს ქვეყანა სხვადასხვაგვარ მომსახურებას სთავაზობს ხანდაზმულებს, რისთვისაც ისინი საკუთარი პენსიის ნაწილს იხდიან, ნაწილს კი საპენსიო ფონდით სახელმწიფო აფინანსებს.  მოქმედებს არაერთი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხანდაზმულებს ეხმარება. დამოუკიდებელი რეზიდენციები …

ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 80 ხანდაზმული კოვიდისგან განიკურნა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პატრონაჟის ქვეშ არსებულ ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 80 ბინადარი კორონავირუსისგან განიკურნა. თავშესაფრის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის ინფორმაციით, ისინი თავს კარგად გრძნობენ. დეკანოზისავე ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადის თავშესაფრის 10 ბინადარი, მათგან არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის, ზოგიერთი კი უსიმპტომოა. უსიმპტომო პაციენტები კოვიდსასტუმროში არიან გადაყვანილები, ხოლო ისინი, ვისაც ტემპერატურა …

ქობულეთის მერიის უარი მოხუცებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ

თავშესაფრის მოწყობაზე ქობულეთის მერიამ მოხუცებს უარი უთხრა. ამ საკითხზე მომზადებული პეტიცია საკრებულომ განუხილველი დატოვა და პირდაპირ მერიის მოწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო, სადაც წერია, რომ „თავშესაფრის მოწყობის საჭიროება ქობულეთში არ არსებობს“. აჭარაში სადღეღამისო თავშესაფარი მოხუცებისთვის მხოლოდ ბათუმშია, სადაც მუდმივად მოხუცების რიგია. თავშესაფარში მოსახვედრად რიგში დგანან მოხუცები ქვეყნის მასშტაბითაც. გასული წლის ბოლოს ასეთი მოხუცი ოფიციალური მონაცემებით ასამდე იყო. …

გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!

22 მოხუცი ქობულეთში და 15 ბათუმში თავშესაფარს ითხოვს. ეს ქალაქები არ არის გამონაკლისი, სადაც მოხუცები თავშესაფრის რიგში დგანან. ჩვენს ქვეყანაში მათი რაოდენობა ზუსტად არავის დაუთვლია. „სადღაც 100-მდე მოხუცი იქნება რიგში,“ – გვიპასუხეს სოციალური მომსახურების სააგენტოში კითხვაზე: რამდენ მოხუცს სჭირდება თავშესაფარი? ქობულეთში თავშესაფარი არ არსებობს, თუმცა გამგეობაში პასუხი აქვთ – რამდენიმე მოხუცს შევთავაზეთ ბათუმის თავშესაფარი და …

მოგონებები ახალ წელზე ბათუმის მოხუცთა სავანიდან

„არაფერი მაქვს მოსაყოლი, ცუდი რესპოდენტი ვარ…“ რამდენჯერმე გვითხრა საუბრის დროს სოლომონ მირიანაშვილმა. მუსიკოსია, ორკესტრანტი იყო. ახალ წელსაც მუსიკით უნდა შეხვდეს… ხელიდან ტელეფონს არ დებს, ისევე, როგორც იქვე მყოფი სხვა მოხუცები. ელოდებიან, როდის დარეკავენ ახლობლები. „ამ ახალ წელსაც მარტო ვიქნები. მე აქ ვიქნები, ისინი – იქ. თბილისში არიან, მაგრამ აქვე ხომ არაა, ორი ფეხის ნაბიჯზე? მე …

Exit mobile version