თუკი წლების წინ, საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად მშობლები, განსაკუთრებიც კი დედები მიდიოდნენ, ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, ქვეყნიდან მიდიან ათ წლამდე და უფროსი ასაკის ბავშვებიც. ემიგრაცია ოჯახით, ახალ გამოწვევებს ქმნის ქვეყნის განვითარებაში, რადგან საქართველოს მომავალი თაობაც ტოვებს. როგორია ბავშვების ცხოვრება ემიგრაციაში, როგორ ადაპტირდებიან განსხვავებულ კულტურებში და როგორი განათლების სისტემა ხვდებათ ევროპაში? ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ზურა ქათამაძეს, …
Tag Archives: მოზარდები და სწავლა
რკინა მოვიპარე, ჯართში ჩავაბარე და ფეხსაცმელი ვიყიდე სკოლაში რომ მევლო – 16 წლის მოზარდი
„თითქმის ერთი თვე ვერ დავდიოდი სკოლაში უფეხსაცმლოების გამო. არც არავინ იყო ისეთი, ვინც დამეხმარებოდა. მეგობარს ვთხოვე ფეხსაცმელი, მაგრამ მეც ერთი მაქვსო, მითხრა. არც სხვებს ჰქონდათ რაიმე. ვერც ოჯახი დამეხმარა. იმ პერიოდში დედა ავად იყო, ბაბუაც ახალგარდაცვლილი იყო და ფინანსური პრობლემები გვქონდა ოჯახში. მაგრად გაგვიჭირდა. მამამ მითხრა, როცა მექნება ფული, მერე გიყიდი ფეხსაცმელსო. რა უნდა მექნა? …
რატომ ამბობენ უარს ბავშვები სკოლაში სიარულზე? – ინტერვიუ ფსიქოთერაპევტთან
Unicef -ის ბოლო კვლევის მიხედვით, სკოლის სრული საშუალო საფეხურის ასაკის ბავშვებში გაკვეთილებს 85 პროცენტი ესწრება. მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია დაწყებით და არასრული საფეხურის შემთხვევაში. რატომ არ მოსწონთ ბავშვებს სკოლაში სიარული და რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი ფსიქოლოგთან? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ფსიქოთერაპევტ ნათია კუჭუხიძეს ესაუბრა. ქალბატონო ნათია, რა მიზეზებზე საუბრობენ ის ბავშვები, ვისაც არ …
Continue reading “რატომ ამბობენ უარს ბავშვები სკოლაში სიარულზე? – ინტერვიუ ფსიქოთერაპევტთან”
ინგლისური ენის შესწავლის პროგრამა სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის
ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program) სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისთვის. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-18 წლამდე მოზარდებს, რომლებიც ტესტირების საფუძველზე შეირჩევიან. პროექტი საქართველოს რეგიონებში – ქუთაისში, ფოთში, ამბროლაურში, ოზურგეთში, თელავში, ბათუმში, მესტიაში, გორში, ყაზბეგში, ზუგდიდში, …
Continue reading “ინგლისური ენის შესწავლის პროგრამა სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის”
მოზარდები პლანტაციებში
15 წლის ანი ბათუმის გარეუბანში ცხოვრობს. პირველად საქართველო-თურქეთის საზღვარი მან 14 წლის ასაკში გადაკვეთა. დედამ მხოლოდ საზღვრამდე მიაცილა, შემდეგ ის ნათესავს გაჰყვა სამუშაოზე. სამუშაო დილის ექვს საათზე იწყებოდა და საღამოს ექვსზე სრულდებოდა. ანი პლანტაციაში თხილს კრეფდა. ასეთ რთულ პირობებს მიჩვეული არ იყო, თუმცა ამბობს, რომ შემდეგ ყველაფერს მიეჩვია. ბევრ მოზარდს, ძირითადად აჭარისა და ნაწილობრივ გურიის …
რატომ არ აქვს შედეგი სწავლის დაძალებას
რა შეიძლება გახდეს მოზარდისთვის სწავლის მოტივატორი და რა დემოტივატორი? როგორი უნდა იყოს მასწავლებლის ლექსიკა და დამოკიდებულებები მოსწავლის მიმართ და რა ფაქტორები განაპირობებს მოზარდის თავისუფალ არჩევანს სწავლაში? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ფსიქოლოგი მარიტა მერკვილაძე ესაუბრა. ქალბატონო მარიტა, რა შეიძლება იყოს მთავარი მოტივატორი მოზარდისთვის სწავლის დროს და რა ფაქტორები მოქმედებს საპირისპიროდ? მოტივაციას ქმნის მიზანი და რაც უფრო …