9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

„ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსამართლეს ჰქონდა სრული საფუძველი შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა და შეეჩერებინა მშენებლობა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელმაც გოგოლის ქუჩაზე 9 კორპუსის უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა. ბათუმში, გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობას, სადაც 7 კორპუსს კიდევ 2 დაემატა, ხელისუფლება არ აჩერებს. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, …

რატომ არ შეგიძლია კორპუსში გაზის ჩართვაზე უარი თქვა – სემეკის განმარტება

„საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივ აირზე უარს ვერ იტყვი“, – მსგავსი ფრაზა შესაძლოა ყველგან მოისმინოთ, თუკი ადამიანები ახალ კორპუსში ცხოვრებას იწყებენ და საქმე გაზის შეყვანაზე მიდგა. სემეკ-ის ბოლო დადგენილების მიხედვით, მაგალითად, კორპუსის მცხოვრებმა „სოკარ გაზს“ მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიმართოს, თუ ყველა ბინადარი თანახმა იქნება ბუნებრივი აირის საცხოვრებელ კორპუსში შეყვანაზე და ამავდროულად სრულად აქვთ გადახდილი გამრიცხველიანების საფასური. …

სამინისტროს დავა მოუგო დევნილმა, რომელსაც ძმის ბინის გამო საცხოვრებელზე უარი უთხრეს 

ქობულეთში მცხოვრებმა დევნილმა, დარიკო გაბელიამ, სასამართლო დავა მოუგო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს. დევნილს საცხოვრებელი ფართობის გადაცემაზე ეუბნებოდნენ უარს. დარიკო გაბელია აფხაზეთიდან დევნილია და იგი ამ დრომდე ქობულეთში, თავისი ძმის სახლში ცხოვრობს. მოქალაქეს ამ მოტივით საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. დევნილმა 2019 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. „სადავო გადაწყვეტილება იმდენად შეურაცხმყოფელი და …

ბანკი ფსიქიკურად დაავადებულს სახლიდან ასახლებს – როგორ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება

„გუშინაც დამირეკეს, სახლის დაცლას მთხოვენ, თუ არადა, იძულებით გამოგასახლებთო, ოფიციალურად წერილები უკვე ჩამბარდა,“ – გვიყვება ხათუნა იმერლიშვილი და ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში შევყავართ. ამ ოჯახში აღსრულების პოლიციას დღე-დღეზე ელიან. სადავო სახლის მესაკუთრე 2016 წლიდან „საქართველოს ბანკია“. ეს ქონება ლევან გოგიტიძის იყო, რომელმაც 2007 წელს ბანკში იპოთეკით დატვირთა. ლევან გოგიტიძის ყოფილმა ცოლმა და …

მოქალაქე: მამაჩემის სიცოცხლე დაზღვეული იყო, ბანკი სესხის დაფარვას მაინც მემკვიდრეებს გვთხოვს

„იმედს ვიტოვებთ, გაგებით მოეკიდებით სადაზღვევო კომპანიის და ბანკის პოზიციას,“ – ამ ფრაზით სრულდება „საქართველოს ბანკის“ წერილი, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა ზვიად ბერიძემ 27 აგვისტოს მიიღო. ზვიად ბერიძის მამა 7 ივლისს გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, ბანკი სესხის დაფარვას მემკვიდრეებს სთხოვს. მოქალაქე ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. „დაკრძალვამდე შევატყობინე ბანკს, რომ მამა გარდაიცვალა,“ – …

Exit mobile version