ანდერსენი საქართველოს ახალი ოფისი ბათუმში გაიხსნა

2025 წლის 5 ივნისს, ოფიციალურად გაიხსნა ანდერსენი საქართველოს ახალი ოფისი ბათუმში. ანდერსენი საქართველო გახლავთ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გთავაზობთ უმაღლესი დონის მომსახურებას იურიდიული, საბუღალტრო და საგადასახადო მიმართულებით. ეს ნაბიჯი წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული ბიზნესების მხარდაჭერას. ანდერსენის ბათუმის ოფისის გახსნის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა ადგილობრივი ბიზნესწრის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული …

26 307 განაცხადიდან მეორე ეტაპზე 4 103 გადავიდა – 30 ათასამდე გრანტის პროგრამა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე, 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად, წელს 26 307 განაცხადი შევიდა. შემდეგ ეტაპზე კი 4 103 ბიზნესიდეის განაცხადის ავტორი გადავიდა, რაც მთლიანად წარდგენილი განაცხადების დაახლოებით 15,6 პროცენტია. „მეორე ეტაპზე გადასული ბიზნესიდეის განაცხადებიდან 2 056 განაცხადის ავტორი ქალი, ხოლო 2 047 იდეის ავტორი კაცი მეწარმეა. აღსანიშნავია, რომ მიღებული განაცხადების განხილვა გამჭვირვალე …

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად გამარჯვებულთა გამოვლენის ვადა გადაიწია

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად წარდგენილი განაცხადებიდან [ბიზნესიდეებიდან] გამარჯვებულების გამოვლენა 8 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა „აწარმოე საქართველომ“ 24 ნოემბრამდე გადაწია. 2020 წელს, ამ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 26 307 ბიზნესიდეაა წარდგენილი. სააგენტოში – „აწარმოე საქართველოში“ – ადრე აცხადებდნენ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კონკურსის პირველი ეტაპის …

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად 26 307 პირი დარეგისტრირდა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ბიზნესიდეა 26 307-მა პირმა წარადგინა. ეს იმ პროექტების რაოდენობას 4-ჯერ და მეტად აღემატება, რაც 4 წლის განმავლობაში მთლიანად დაფინანსდა [2015-18 წლებში დაფინანსდა სულ 6 212  პროექტი]. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ „პროგრამაში მონაწილეობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გააგზავნა განაცხადები“. მაგალითად, აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან …

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად რეგისტრაცია 25 ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლიათ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება [რეგისტრაცია] 5 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ეს ვადა გადაიწია. „საგრანტო პროგრამის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ძალიან დიდია ინტერესი და მომართვიანობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბიზნესიდეების განაცხადების მიღების ვადის გაზრდა, …

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად რეგისტრაცია დაწყებულია

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება [რეგისტრაცია] 5 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნესიდეის გაგზავნა ელექტრონულად შესაძლებელია „აწარმოე საქართველოს“ ვებგვერდიდან. ბიზნესიდეის გასაგზავნად ანუ რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ „სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც …

როდის შეიძლება 30 ათასი ლარის გრანტზე განაცხადის შეტანა – სახელმწიფომ პროგრამის ვადები განსაზღვრა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დამტკიცებულია. 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყება. განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელი იქნება „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდიდან. გრანტის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ ინდმეწარმეებს და ასევე მცირე მეწარმის სტატუსის …

30 ათასამდე ლარის გრანტზე განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან დაიწყება

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად განაცხადის წარდგენა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. გრანტების გაცემა „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელი იქნება „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდიდან. გრანტის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა შეეძლებათ ინდმეწარმეებს და ასევე მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს. როგორც „აწარმოე საქართველოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს: „განაცხადის ელექტრონული ფორმით …

30 000 ლარი გრანტი მცირე მეწარმეებს – განაცხადების მიღება ოქტომბრიდან დაიწყება

მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის ან/და არსებული ბიზნესის გაფართოების მიზნით გრანტის მოსაპოვებლად „აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღებას 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. თუმცა, შესაძლოა, ეს თარიღი შეიცვალოს, ძირითადად იმ ტენდერების შედეგებიდან გამომდინარე, რაც ამ ორგანიზაციას აქვს გამოცხადებული. პროგრამა მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის, ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის მეორადი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. …

Exit mobile version