როგორ ცვლის მზისგან მიღებული დენი აჭარის სოფლებს და რა იცვლება მოხმარების წესში

„თვეში საშუალოდ 45-50 ლარის ელექტროენერგიას მოვიხმარდი, თუმცა მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ, მაგალითად, გასულ თვეში 37 ლარის დენი მოვიხმარე, საიდანაც მხოლოდ 4 ლარი და 92 თეთრი გადავუხადე „ენერგო-პრო ჯორჯიას“. დანარჩენი – მზის პანელებით გამომუშავებული და ჩემს მიერ მოხმარებული კილოვატსაათები გაიქვითა“, – გვეუბნება ბექა ქობულაძე, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ცხოვრობს. ბექა ქობულაძეს მზის ელექტროსადგური „ენერგო-პრო ჯორჯიას“ …

ქედასა და ხულოში ოჯახებისთვის 77 მზის სადგურს შეისყიდიან – მსურველია 196

ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მზის პანელებს შეისყიდიან. 77 მიკროელექტრული მზის სადგურის შესყიდვაზე ტენდერი „აგროსერვისცენტრმა“ 615 800 ლარით უკვე გამოაცხადა. მომსახურებაში შედის მონტაჟიც. „აგროსერვისცენტრში“ განაცხადეს, რომ მზის პანელებს ევროკავშირის გრანტით შეისყიდიან. ამასთან, მოქალაქეების მხრიდან განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და სულ 196 განაცხადია შესული. აქედან მაქსიმუმ 77 ბენეფიციარს შეარჩევენ. თითოეულს კი, მზის ელექტროსადგურის ღირებულების …

ქედის სკოლებში მზის პანელების მონტაჟზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალების დამონტჟებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა უცვლელია – 349 645 ლარი. წინა ტენდერი, რომელშიც წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდა – არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ახალ ტენდერში კი, წინადადებების მიღება 2022 წლის 18 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. სკოლებში მზის …

29 საჯარო სკოლში მზის პანელებს დაამონტაჟებენ – ქედა

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალები უნდა დაამონტაჟონ. მომსახურების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 349 645 ლარია. პანელების მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერის პირობის მიხედვით, „ამ ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები [მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი …

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ენერგიის გამოყენებას მარტიდან დაიწყებს

ბათუმის ცამეტ საჯარო სკოლაში მზის მიკროელექტროსისტემების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებას უკვე მარტის თვიდან დაიწყებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში უთხრეს. მზის მიკროელექტროსისტემები, როგორც ფონდში გვითხრეს, უკვე დამონტაჟებულია 13-ვე სკოლაში და დარჩენილია დამიწების წრედის მოწყობა. ეს საჯარო სკოლებია – N: 1, 6, 8, 9, 10, 13, 14, 16, 17, 22, 23, 28 და 30. …

ბათუმის 13-მა საჯარო სკოლამ 502 ათასი ევროს გრანტი მოიპოვა

ბათუმის 13-მა საჯარო სკოლამ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიტვური კომპანია Via Solis-ის პარტნიორობით შემუშავებული პროექტის ფარგლებში გრანტი მოიპოვა. გრანტის ფარგლებში სკოლებს მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება. პროექტის ღირებულება 502 667 ევროა. მზის ელექტროსისტემების ჯამური სიმძლავრე 327.7 კვტ-ია. ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და განვითარების ფონდი ავრცელებს. ამავე წყაროს მიხედვით,  მზის მიკროელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 …

მზის ენერგიაზე მომუშავე ოთხი ჭკვიანური გამოგონება

მზე შეიძლება ყველაზე დიდ ენერგეტიკულ რესურსად იქცეს, თუმცა 99%-ით დღემდე სხვა სახის ენერგიაზე ვართ დამოკიდებული. აშშ-ში, მაგალითად, მზე, როგორც ალტერნატიული ენერგია, მხოლოდ ერთი პროცენტითაა ათვისებული. სერბეთის, ჰოლანდიის, ფინეთისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე მზის ენერგიის გამოყენების ოთხი ჭკვიანური მაგალითი არსებობს. 1.მარწყვის ენერგია (Strawberry Energy) თუ ბელგრადში მობილური ტელეფონი გაგეთიშებათ, შეგიძლიათ ,,მარწყვის ხე’’ მოძებნოთ და მზის ენერგიით დამუხტოთ, …

Exit mobile version