მიტროპოლიტი დიმიტრი ძალადობაზე: დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას ნანობს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ჟურნალისტებმა სასულიერო პირების მხრიდან გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე დაუსვეს კითხვები. მიტროპოლიტმა, ერთი მხრივ, დაგმო ძალადობა, მეორე მხრივ კი, ჟურნალისტები ე.წ. პროვოკაციაში დაადანაშაულა. „საერთოდ, ძალადობა ყოვლად დასაგმობია. ეს ცხადზე უცხადესია. თავისთავად არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი. დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს,“ – ასე შეაფასა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა …

მეუფე დიმიტრიმ მრევლს უთხრა, რომ ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა 

დღეს, 19 იანვარს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ნათლისღების წირვაზე კორონავირუსის ვაქციანაციასთან დაკავშირებითაც იქადაგა. ეპისკოპოსის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. „მოგეხსენებათ როგორ მძვინვარებს ეს პანდემია. დღე არ გავა ისე, რომ ვიღაც ნაცნობი, ახლობელი ან შინაური არ გაიხმოს უფალმა ამ მძიმე სენისგან დასნებოვნებული. სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, პატრიარქიც კი… იცით თქვენ, რამდენიმე ხნის წინ მიწას …

„საპატრიარქო ახლა დენთით სავსე კასრია“ – თეოლოგის შეფასება ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე

„მეუფე იაკობი გააღიზიანა იმან, რომ ეგონა: მეუფე შიო, უბრალოდ იჯდება საპატრიარქოში და სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული, მაგრამ ეს ასე აღარ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ვესაუბრეთ თემაზე, რა ხდება ამჯერად ეკლესიაში. 26 ოქტომბერს ბოდბელმა მთავარეპიკოსპოსმა თქვა, რომ მას ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ“. დღეს, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსის პოზიცია მეუფე იაკობმა დატოვა. …

ეპარქიის პრესსპიკერი: მეუფე დიმიტრი გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული არ არის

„დიდი მადლობა, რომ მიყვირიხართ“, – თქვა მამა იოანემ, როცა მას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა კითხვებზე პასუხი აგრესიული ფორმით მოსთხოვეს. „თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?“ – ჰკითხა სასულიერო პირს დეკანოზის ძმამ. „თქვენ მე არ მაძლევთ საუბრის საშუალებას,“ – მიმართა აქციის მონაწილეებს სასულიერო პირმა. „თქვენ მატყუარა ხართ,“ – უთხრეს ეპარქიის პრესსპიკერს, მამა იოანეს …

მიტროპოლიტი დიმიტრი „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე  დიმიტრი, ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა. ეპარქიის პრესსპიკერის იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მიტროპოლიტი პროკურატურამ რამდენი დღის წინ დაკითხა. „დღე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იყო ეს. მეუფეს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, რაც იმას ნიშნავს რომ დეტალებში ჩვენ ჩახედული არ ვართ. სანამ არ დამთავრდება გამოძიება, მანამდე დეტალები არ გვეცოდინება,“ – …

რატომ გამართა ბრიფინგი მეუფე დიმიტრიმ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი დღეს, 2 მარტს, ჟურნალისტებს შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში მან ყველაზე ხშირად გამოძიების მიმართ სანდოობას გაუსვა ხაზი. „არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას. ისე არ გამიგოთ, თითქოს ხელისუფლების კრიტიკას ვარიდებ თავს…“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა. კითხვას, აპირებთ თუ არა მოინახულოთ ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც თქვენთან შეხვედრას ითხოვს, მეუფე დიმიტრიმ უპასუხა, …

Exit mobile version