მდინარე აჭყვაში თევზები დაიხოცა – გარემოს ზედამხედველობა ადგილზე დღეს გავა

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში თევზები და  წყლის სხვა ბინადრები დაიხოცა. ამის ამსახველ ვიდეოს ფეისბუქში ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე ავრცელებს. მისი თქმით, თევზების დახოცვა მდინარის დაბინძურებამ გამოიწვია. „არა მარტო თევზები, მდინარის სხვა ბინადრებიც დახოცილია. საშინელი სუნი დგას, მდინარე დაბინძურებულია და ყურადღებას არავინ აქცევს“, – ამბობს საკრებულოს წევრი. მისი თქმით, ქობულეთში მდინარე აჭყვა ლესელიძის ქუჩის მიმდებარე მონაკვეთშია …

ადიდებული მდინარე აჭყვა [ფოტო]

დღეს, 2 ივნისს, ქობულეთში მდინარე აჭყვა ადიდდა. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ადიდებულმა მდინარემ კალაპოტის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები.

ქობულეთის მერია: მდინარე აჭყვა კალაპოტის მაქსიმალურ ნიშნულამდე ადიდდა

ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში განვითარდა მეწყრული პროცესები. ადიდებულია მდინარე აჭყვა. მერიის ინფორმაციით, მდინარემ კალაპოტის მაქსიმუმ ნიშნულს მიაღწია. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. ქობულეთის მერიის ცნობით, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას სწავლობს. შტაბი  24 საათიან რეჟიმში მუშაობს.  

ქობულეთის გამგებელი: მდინარე აჭყვის გადმოსვლის საშიშროება არსებობს

ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში მდინარე აჭყვის  კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროება არსებობს. გამგებლის თქმით, საფრთხე ექმნება გელაურის, ლესელიძის და გურამიშვილის დასახლებას. ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მდინარე აჭყვა უკვე გადმოსულია კალაპოტიდან და გზის მონაკვეთია დატბორილი. „მდინარე უკვე გადმოსულია და დატბორილია ე.წ. ვილარის დასახლება. არის საფრთხე მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის, ამიტომ …

Exit mobile version