ჩაქვში სატვირთო მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. შეჯახების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 16 აგვისტოს, ნაშუადღევს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ბოლო რამდენიმე დღეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მატარებელი მოქალაქეს ეჯახება. …
Continue reading “ჩაქვში სატვირთო მატარებელი კაცს დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა”