ილიაუნის განათლების სკოლა მოითხოვს, არ შეეცვალოს სტატუსი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროგრამას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტატუსის ცვლილებაზე განცხადებას ავრცელებს. „ჩვენ, აკადემიური და პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ სახელმწიფოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის (300 კრედიტი) 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია დარგის სპეციალისტების, …

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლას ბიუჯეტიდან 3,2 მილიონით დააფინანსებენ

2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 3 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ანალოგიურ დაფინანსებაზე თითქმის 1 მილიონი ლარით მეტია [გასულ წელს გრანტის ოდენობა 2 მილიონ 250 ათასი ლარი იყო]. მთავრობის შესაბამის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე …

ბსუ-მ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიღება დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგ მიმართულებებზე: ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური); ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ფიზიკა …

სახელმწიფო გრანტი მასწავლებლების მომზადების პროგრამაზე 2020-2021 წლისთვის

2020-2021 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების მოსამზადებლად წელს სახელმწიფო 1 964 250 ლარს დახარჯავს. წინა სასწავლო წლისთვის ანალოგიური გრანტის მოცულობა 1 845 000 ლარი იყო. პროგრამა/საგანი და გრანტის მაქსიმალური ოდენობა: სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა განსაზღვრონ არა უმეტეს ამ ცხრილში მოცემული გრანტის ოდენობის …

მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილება შევიდა – მინისტრის ბრძანება

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა. საქართველოს განათლების მინისტრის 29 აპრილის ბრძანებით, აპლიკანტი შესაძლოა იყოს პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამავე ბრძანების მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე, აპლიკანტი შესაძლებელია იყოს როგორც ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე მასწავლებლის …

ზოგიერთ პედაგოგს, რომელმაც 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარა, შესაძლოა კრედიტები არ უღიარონ

20 პედაგოგს, რომლებმაც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარეს, შესაძლოა კრედიტები არ ჩაუთვალონ. პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უკვე მიმართეს. „ბათუმელები“ ორ პედაგოგს ესაუბრა, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა ხიჭაურში, საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პედაგოგების უმეტესობას მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 10 ქულაზე ნაკლები ჰქონდა მიღებული. 60-კრედიტიანი მასწავლებლის პროგრამის გავლა მხოლოდ …

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ბათუმის უნივერსიტეტმა მიღება გამოაცხადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება გამოაცხადა. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება დაიწყება 20 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ცხადდება შემდეგ მიმართულებებში: [checklist] ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური); ინგლისური ენა (საბაზო და საშუალო …

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 1.8 მილიონი ლარი სახელწიფო გრანტი გამოიყო

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა. „უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 1,845,000 ლარით განისაზღვრა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე …

საგრანტო დაფინანსება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

საქართველოს მთავრობის 9 აგვისტოს დადგენილებით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური ოდენობა 1 498 500 ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობა სპეციალობების მიხედვით: დადგენილების მიხედვით, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, …

Exit mobile version