მალხაზ ნაკაშიძე: ისეთი პარტიებიც ვიცი, სადაც საერთოდ არ შედის ხალხი

„პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ახლა გამიჩნდა, როცა ოთხი წელი ვუყურებდი, როგორ სამარცხვინოდ მუშაობდა უმაღლესი საბჭო,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე. აქამდე ის მხოლოდ აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული. კონსტიტუციონალისტია და კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მალხაზ ნაკაშიძე ბათუმის 69-ე ოლქში აპირებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატის მოპოვებას. ის წარმოადგენს მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლის …

მუხრან ვახტანგაძე: მე არ მჯერა, რომ პროვოკაციები იქნება

მუხრან ვახტანგაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის  ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.  ვახტანგაძე ყოფილი სპორტსმენია, 2000 წელს მან სიდნეის ოლიმპიური თამაშებზე მესამე ადგილი აიღო. იყო  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, მიღებული აქვს FILA-ს საერთაშორისო ფედერაციის ოქროს მედალი ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ბატონო მუხრან, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან, რისი გაკეთება გინდათ პარლამენტში? „ქართული ოცნების“ …

მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნეს

დამოუკიდებელი კანდიდატი ზაურ გოგიტიძე, რომელიც ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს, საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ ხსნის. კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. ჟურნალისტების კითხვაზე,  დათმო თუ არა არჩევნები „ქართული ოცნების“  წევრობის სანაცვლოდ? ზაურ გოგიტიძე ამბობს: „ამ ეტაპზე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ერთადერთი ძალა არის „ქართული …

მაჟორიტარი კანდიდატი: მთავრობამ უნდა დაავალოს ბიზნესმენებს, რომ გაიტანონ ციტრუსი

დავით მანელიშვილი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია მოძრაობიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. ბოლო 16 წლის განმავლობაში ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია. სოციალური შემწეობის სისტემას ღიად მას შემდეგ აკრიტიკებს, როცა დეპუტატის მანდატისთვის დაიწყო ბრძოლა. მემარჯვენე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი სახელმწიფო სახსრებით მაცივრების შეძენის დაპირებასაც აძლევს მეციტრუსეებს. დავით მანელიშვილი ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსად …

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი: მე ძალიან არ მიყვარს სიტყვა ოკუპანტი

ია მესხიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პოლიტიკაში მოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა დაინახა, რომ მის ხედვებს ეს პოლიტიკური ძალა აჟღერებდა. ის სრულად იზიარებს დავით-თარხან მოურავის თურქოფობიურ პათოსს… ია მესხიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ქალბატონო ია, რის გამო გადაწყვიტეთ გამხდარიყავით …

დეპუტატობის კანდიდატი: ივანიშვილის ლანძღვამ ჩვენთვის სასარგებლო ეფექტი მოახდინა

ტრისტან ჯინჭარაძე ქობულეთის 71-ა საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია „რესპუბლიკური პარტიიდან“. 1977 წლიდან ქობულეთში აღარ უცხოვრია. ამის მიუხედავად ქობულეთელებისგან პარლამენტის მანდატის მიღების მოლოდინი აქვს. ამჟამად არის საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის საკრებულოს წევრი. პოლიტიკურ პროცესებში 2007 წლის შემდეგ ჩავერთე, ცნობილი მოვლენების შემდეგ. მანამდე 90-იან წლებში ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი. 2007-ში ჩავთვალე, რომ აღარ შეიძლებოდა მოვლენებისთვის გვერდიდან …

მაჟორიტარი კანდიდატი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული

გია აბულაძე მაჟორიტარი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ნაციონალური მოძრაობიდან“. ყოფილი განათლების მინისტრი, თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობდა სამშენებლო კომპანიებში. ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გახდა. ბატონო გია, რას ჰპირდებით ამომრჩეველს, რის გამო უნდა მოგცეთ ხმა? პირველ რიგში იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე ძლიერი და კომპეტენტური გუნდი ჰყავს, რომელსაც არა მარტო თეორიული ცოდნა, გამოცდილებაც …

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მედიის გარეშე

მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს ძირითადად საღამოს, 7 ან 8 საათზე მართავენ. საარჩევნო კამპანიაში ისევ აქტიურად არიან ჩართული ბავშვები და მოზარდები. კანდიდატები მათთან ერთად იღებენ ფოტოებს და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. შეხვედრების დიდი ნაწილი, მედიის გარეშე, პარტიული კამერების თანდასწრებით იმართება. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს არ აწვდიან. მათ შორის …

მაჟორიტარი კანდიდატი: როგორ ფიქრობთ ახლა, მარტო ერთი კობა ნაკაიძე იმუშავებს ამ გლობალურ პროგრამაზე?

კობა ნაკაიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია პარლამენტში პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. პროფესიით ექიმია. წლების განმავლობაში ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი იყო. არ გამორიცხავს, რომ მასზე არჩევანი მმართველმა პარტიამ მისი პროფესიის გამო გააკეთა. სხვა კანდიდატების მსგავსად, ისიც პირველი რიგის ამოცანად ქობულეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ასახელებს. 2012 წელს ფატი ხალვაშის წინასაარჩევნო შტაბის …

მაჟორიტარი კანდიდატი: ქონება უნდა მისცეს ეკლესიას, მაგრამ გარკვეული ნორმების ფარგლებში

ზაურ გაბაიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის მეორედ მონაწილეობს არჩევნებში. როგორია კანდიდატის გეგმები და როგორ წარმოუდგენია მისი საქმიანობა პარლამენტში? კანდიდატი ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ზაურ რა საკანონმდებლო ინიციატივებზე გინდათ რომ იმუშაოთ პარლამენტში? ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რაც ჩვენს პარტიას აქვს პროგრამაში. რაც ჩვენს ხალხს სჭირდება. რა სჭირდება ხალხს? პირველ რიგში დასაქმება, ეს არის …

მაჟორიტარი კანდიდატი სექსუალურ უმცირესობებზე: როგორც ვაჟკაცის მამა, … მაგათ რა დავარქვა არ ვიცი

თეიმურაზ ხაბაძე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. ბატონო თემურ, პირველად ხართ დასახელებული მაჟორიტარ კანდიდატად? კი ბატონო. რა იქნება თქვენი ინტერესების სფერო პარლამენტში თუკი აგირჩევენ? სოციალური  სფერო იქნება პირველ რიგში, 500-ლარიან სახელფასო მონიმუმთან დაკავშირებით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ეს პროექტი, რომ დაკანონდეს. ასევე საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ვმუშაობთ, რომელიც …

მაჟორიტარი კანდიდატი: ვიჯდე პარლამენტში და პოლიტიკური საკითხები გადავწყვიტო, მაგის კაცი არ ვარ

სოსო ნოღაიდელი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის კანდიდატად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელეს. სოსო ნოღაიდელი პოლიტიკურ კარიერას პირდაპირ პარლამენტიდან იწყებს. გვითხრა, რომ აქამდე პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ ჰქონდა. ბატონო სოსო, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურად გააქტიურება და რატომ „თავისუფალი დემოკრატები“? მე არ შემირჩევია, მეგობრების რეკომენდაციით შემხვდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები. ეს სადღაც ამ წლის ივლისში იყო. …

Exit mobile version