ლატვია 2 წელს აძლევს ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ენის შესასწავლად

ლატვიის ხელისუფლება აპირებს შეარბილოს კანონი იმიგრაციის შესახებ და კანონში შეიტანოს ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ორწლიანი დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემას. კანონში ცვლილების შემდეგ ლატვიის ხელისუფლება ორწლიან ვადას მისცემს ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, ისწავლონ ლატვიური A2 დონემდე, ჩააბარონ გამოცდა და დაიბრუნონ ლატვიაში მუდმივი ცხოვრების უფლება. 2022 წლის სექტემბერში ლატვიის ხელისუფლებამ შეცვალა კანონი იმიგრაციის შესახებ, რომლის შემდეგ რუსული პასპორტის მქონე …

რიგა-ბათუმს შორის ფრენა განახლდა – ავიარეისი კვირაში ორჯერ შესრულდება

ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენა განაახლა. TAV-ის ცნობით, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა. Air Baltic-ი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს. რაც შეეხება ფასებს, ბათუმიდან რიგაში ფრენის ფასი 150-მდე ევროა, პირიქით კი – დაახლოებით 140 ევრო. ავიაბილეთების ღირებულება გაიზრდება ივლისსა და …

ლატვიაში საბჭოთა ძეგლებს იღებენ – პოლიციამ დემონტაჟის მოწინააღმდეგეები დააკავა

ლატვიის დედაქალაქში, რიგაში, პოლიციამ დააკავა საბჭოთა „განმათავისუფლებელი ჯარისკაცების“ ძეგლის დანგრევის მოწინააღმდეგეები. აქცია რიგაში, გამარჯვების პარკში, წუხელ, 23 აგვისტოს გაიმართა. BBC-ის ცნობით, 50-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ყვავილებითა და სანთლებით, რომლებიც ძეგლის დემონტაჟს აპროტესტებდნენ. აქცია არასანქცირებული იყო, პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ უარი განაცხადეს და პოლიციამ დაახლოებით ათი ადამიანი დააკავა. ძეგლის დემონტაჟი რიგაში გუშინ დაიწყო. …

ლატვიამ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარა

დღეს, 11 აგვისტოს, ლატვიის სეიმმა რუსეთის ძალადობა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ტერორიზმად აღიარა, ხოლო რუსეთი – ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ. განცხადების თანახმად, ლატვია რუსეთის საომარ მოქმედებებს უკრაინაში ტერორიზმად აფასებს. ლატვიის პარლამენტის განცხადება შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის მიმართ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ვიზების გაცემა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიმართ. „რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა მხარს და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებსა და …

ლატვიაში ყველა რუსული ტელეარხი აკრძალეს

ლატვიაში ყველა რუსული არხის, – მათ შორის გასართობის, – მაუწყებლობა აიკრძალა. როგორც ადგილობრივი გამოცემა „დელფი“ იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება ელექტრონული მედიასაშუალებების ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) მიიღო. საბჭოს თავმჯდომარის, ივარ აბოლინიშის თქმით, გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზეა მიღებული. 26 მაისს მიღებულები ცვლილებების თანახმად, ლატვიაში არ შეიძლება არხების მაუწყებლობა, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ქვეყანაში, რომელიც სხვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ …

ომის დანაშაულების მხარდამჭერებს ლატვია მოქალაქეობას ჩამოართმევს

ლატვიის სეიმმა დაამტკიცა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ომის დანაშაულის მხარდაჭერისთვის პირს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთმევა. ცვლილების მიზეზი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომია. ცვლილების ინიციატორი ლატვიის იუსტიციის სამინისტრო იყო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 64-მა დეპუტატმა, 14-მა თავი შეიკავა, ხოლო ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონის ახალი რედაქციით, ლატვიის მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ, მატერიალურ, პროპაგანდისტულ, …

ლატვია-საქართველოს ერთობლივი ფილმი თეოდორ სპადეზე „ანრის“ მხარდაჭერით

თეოდორ სპადე ლატვიის ეროვნული გმირია. პირველი მსოფლიო ომის დროს ის შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო საზღვაო ფლოტში მსახურობდა. 1918 წლიდან თეოდორ სპადე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფლოტში მუშაობდა და დიდი წვლილი შეიტანა მის ფორმირებაში. ის იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და ქართველთა ჩქარმავალ კატერთა რაზმს და ნაღმმზიდს მეთაურობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ლატვიის სამხედრო ფლოტის ადმირალი გახდა. ლატვია …

Exit mobile version