ანგისის ბაზა აჭარის მთავრობამ „დინამო ბათუმის“ კაპიტალიდან მთლიანად ამოიღო

72 626 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ანგისის ბაზაა განთავსებული და რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაში იყო, აჭარის მთავრობამ „დინამოს“ კაპიტალიდან მთლიანად ამოიღო და ის აჭარის საკუთრებად დაარეგისტრირა. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „დინამოს“ მომავალ მმართველს – კომპანია „ლამინს“, ამ ტერიტორიის ნაწილი განსაღვრული ვალდებულებებით უნდა გადაეცეს, დარჩენილი ტერიტორია კი, დაუბრუნდეს ბათუმის მუნიციპალიტეტს. შესაბამისი მემორანდუმი გაფორმებულია, „დინამო ბათუმის“ 49 …

„დინამო ბათუმი“ მართვაში „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალურად გადაეცა

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის დინამო მართვაში „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალურად გადაეცა. შესაბამისი ხელშეკრულება დღეს, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩის დაწყებამდე გაფორმდა. ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“  შორის ბათუმში, ანგისის ბაზაზე, ამ წუთებში [20:37] მიმდინარეობს. ბათუმის დინამოს „ლამინი ჯგუფისთვის“ გადაცემაზე ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, „ხელი მოეწერა …

რა ცვლილების შეტანას გეგმავს საკრებულო „დინამო ბათუმის“ გასხვისების დოკუმენტში

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ითხოვს შპს „დინამო ბათუმის“ კუთვნილი ქონება სარგებლობაში გადასცენ არა შპს Lamini-G-ს, არამედ შპს „ლამინი“-ს. შესაბამის დოკუმენტებში ცვლილების შეტანის საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს, 22 აგვისტოს, სხდომაზე უნდა განიხილოს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან საკრებულოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ Lamini-G და „ლამინი“, ორივე არის „ლამინი ჯგუფის“ წევრი კომპანია, თავდაპირველად „დინამოს“ წილების სარგებლობაში მიღებაზე განცხადება Lamini-G-მ წარადგინა …

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

აჭარის მთავრობა მერიას სთხოვს, კლუბ  „დინამო ბათუმის“ ასპროცენტიანი წილი საკუთრებაში გადასცეს, მთავრობა კლუბის გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას წერილობით უკვე მიმართა. კლუბს, პირდაპირი წესით, შპს „ლამინი ჯგუფს“ 49-წლიანი  მართვის უფლებით გადასცემენ. სანაცვლოდ მმართველს ყოველწლიურად 100 000 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ. მერიაში ამ თემაზე უკვე იმსჯელეს და თანხმობისთვის ბათუმის საკრებულოს …

„ცაში გამოკიდებულები“ – ორი დამქირავებელი მუშებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავებს [ვიდეო]

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #5-ში, მიმდინარე მშენებლობის ვიდეო და ფოტოკადრები, სადაც ჩანს, რომ მშენებლობა ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობისა და ე.წ. შესაფუთი ბადის გარეშე მიმდინარეობს, მოქალაქემ გამოგვიგზავნა. კადრებში ჩანს, რომ ადამიანები 24-სართულიან კარკასზე დამცავი საშუალებისა და ჩაფხუტების გარეშე იმყოფებიან. „დააკვირდით ადამიანებს, ცაში არიან გამოკიდებული“, – მოგვწერა ვიდეოს ავტორმა. მშენებლობას ტბელ აბუსერიძის #5-ში შპს „ლამინი ჯგუფი“ აწარმოებს „DS გრუპის“ …

Exit mobile version