„ბეშუმში პანდემია არ ვიცით,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებსაც ბეშუმში სახლები აქვთ. მათი თქმით, ფასები იგივეა, რადგან პანდემია გასულ წელსაც არ იგრძნობოდა. ზოგიერთის თქმით კი, ბეშუმში დასვენება გაძვირდა, რადგან „ყველაფერი ძვირდება“. „ახლა ამოვედი ბეშუმში და სახლს ვალაგებ. უკვე გავაქირავე სახლი და ველოდები სტუმრებს. 20 დღით ვაქირავებ 700 ლარად,“ – გვითხრა ლელა თურმანიძემ. მას 4 ადამიანის ერთდროულად …
Tag Archives: კურორტი
როდის იქნება შუქი გომისმთაზე
კურორტ გომისმთაზე შუქი ჯერ კიდევ არ არის. ელექტროენერგიის მიწოდების სისტემის მოწყობა აქ ორი წლის წინ დაიწყო. ადამიანები, რომლებიც გომისმთაზე ზაფხულობით ადიან, ამბობენ, რომ ზოგიერთ უბანში ბოძებიც არის და ელექტროგადამცემი ხაზებიც, თუმცა გაურკვეველია, როგორ უნდა მიიყვანონ ელექტროენერგია სახლებამდე. მთავარი პრობლემა ისაა, რომ აქ კანონით რეგისტრირებული საკუთრება არავის აქვს, რის გამოც ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ შუქის სახლებში შეყვანაზე …
რა ღირს დასვენება ბეშუმსა და გოდერძიზე
ბეშუმში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და საზაფხულო კურორტი დამსვენებლებს ელის. უნიკალური ჰავითა და ადგილმდებარეობით გამორჩეულ ბეშუმში დასვენება მცირე ბიუჯეტითაცაა შესაძლებელი. მაგრამ თუ მთასთან ერთად კომფორტიც გჭირდებათ, მაშინ საკმაო თანხის დახარჯვაც მოგიწევთ. მაგალითად, ერთი ღამის გათევა 20 -50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. თუ ოჯახით გსურთ გარკვეული პერიოდით დასვენება, კოტეჯის დაქირავება დღეში, საშუალოდ, 90-100 ლარია. ბეშუმში შეგიძლიათ დაიქირაოთ კოტეჯი, …
გომარდულის ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბათუმიდან უფასო ტრანსპორტით მოემსახურებიან
ხვალ, 25 იანვარს, შუახევში, კურორტ გომარდულზე „გომარდულის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტის განვითარების სამომავლო გეგმას წარადგენს. შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტზე, ამ ეტაპზე მხოლოდ ხუთი კოტეჯი და ერთი კვების ობიექტია. კოტეჯებში ერთდროულად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. გომარდულის ფესტივალს მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე ბენდები „Asea …
ვინ ისარგებლებს მერიის საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამით
ბათუმის მერია საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა წელს გაფართოვდა და პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიც ისარგებლებენ. პროგრამა თორმეტდღიან სარეაბილიტაციო კურსს მოიცავს და ივლისიდან სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამის ბიუჯეტი 304 ათას 170 ლარია, მასში 584 ადამიანი ჩაერთვება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების (ხუთი და მეტი შვილი), შშმ პირებისა და ომში დაზარალებულ პირთა რეაბილიტაცია ურეკში; · მცირე ტიპის საოჯახო …
Continue reading “ვინ ისარგებლებს მერიის საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამით”
ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე დღეს მოძრაობა აღდგა
ბათუმი-ხულო-ახალციხის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე დღეს მოძრაობა აღდგა. ხვალ დღის ბოლომდე გაიხსნება ასევე ახალციხესთან დამაკავშირებელი გზაც, რომელიც ზამთარში თოვლის საფარის გამო იკეტება. კურორტზე თოვლის საფარი გვიან გაზაფხულამდე ნარჩუნდება. აპრილის შუა რიცხვებში ჩაკეტილი გზების გაწმენდის სამუშაოები ტარდება და ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი ხდება. ხულოს მერის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე გზის მოწესრიგებისა და ახალი …
Continue reading “ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე დღეს მოძრაობა აღდგა”
იქნება თუ არა დაცული თქვენი საკუთრება ბახმაროში – ახალი გენგეგმის პირობები
ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გაჩნდება, რომელიც იქნება „მასშტაბში შემცირებული დაბა ბაკურიანი, კურორტ გოდერძის მსგავსი უხვი ნალექითა და მეტეო-პირობებით, ბაკურიანზე და გოდერძიზე მეტად დახრილი მთის ფერდებით და შეუდარებელი ხედებით.“ საქართველოს მთავრობამ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გასული წლის ივლისში დაამტკიცა. ბახმაროს გენერალურ გეგმაზე „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის …
Continue reading “იქნება თუ არა დაცული თქვენი საკუთრება ბახმაროში – ახალი გენგეგმის პირობები”