„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი პოლონეთში წარადგინა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა. ქ. ვარშავაში ადგილობრივი პარტნიორების – Exclusive Poland-ის  ორგანიზებით, BNI-სა და BYD Polska-ს  მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე “ამბასადორი აილენდ ბათუმის” დელეგაციამ, ინოვაციური პროექტი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულ აუდიტორიას წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქალბატონი დიანა ჟღენტი …

„არ ვიცით რა შენდება, ნოტარიუსად ვიქეცით“ – საკრებულოს წევრები კუნძულის მშენებლობაზე

„ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. საკრებულოს წევრებისთვის არ გამართულა პატარა პრეზენტაციაც კი. არ ვიცით რა უნდა აშენდეს. საკრებულო არ არის ინფორმირებული, მხოლოდ და მხოლოდ სტატიების მეშვეობით ვიგებთ“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა კაკი გვიანიძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბათუმის მერიამ დასამტკიცებლად შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი გამოიტანა კენჭისყრაზე. დღეს, 29 სექტემბერს, კომპანიას, რომელიც …

89 ჰექტარი ზღვაში 1 ლარად – ხელშეკრულების დეტალები

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე 89 ჰექტარი ზღვაში შპს „ბათუმი ამბასადორ აილენდს“ საქართველოს მთავრობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და  65 წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, სხვა პირობებთან ერთად ამ 1 ლარის გადახდის რამდენიმეპუნქტიან პირობასაც კი აწესებს და მკაცრად აფრთხილებს ინვესტორს, რომ საფასური არანაკლებ ერთი თვის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა …

მთავრობამ კიდევ 95 ჰექტარი ზღვა დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო ნაკვეთი

საქართველოს მთავრობამ ბათუმში, იახტკლუბის მიმდებარედ, ზღვაში, 95 ჰექტარი ტერიტორია დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი. ეს გადაწყვეტილება რეესტრში 2021 წლის 2 აგვისტოს აისახა. იქედან გამომდინარე, რომ ამ ტერიტორიის გასწვრივ „მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, „ბათუმელები“ დაინტერესდა, ამ ტერიტორიის გადაცემაც ხომ არ იგეგმება რომელიმე კერძო კომპანიისთვის. აქ წაიკითხეთ: …

მთავრობამ ამბასადორს 89 ჰექტარი ზღვა გადასცა – რა იქნება კუნძულზე

მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია დაირეგისტრირა როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და აღნაგობის უფლებით გადასცემს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“. ტერიტორია ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედაა. სწორედ ამ ადგილის კუნძულად ქცევას გეგმავს შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“. საქართველოს მთავრობამ ამ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და 28 სექტემბერს შესაბამის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ბათუმში …

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში, კერძოდ …

Exit mobile version