მოპედის, მსუბუქი კვადროციკლისა და მოტოციკლის რეგისტრაცია გამარტივდა – სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, 5 აპრილიდან მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა. „განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სმ -ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე – 4 კვტ-ს, პირველადი რეგისტრაციას …

დღეიდან მოპედისა და კვადროციკლის რეგისტრაცია და მართვის უფლება სავალდებულოა

დღეიდან, 28 მარტიდან, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება. AM კატეგორიის მართვის უფლების მოპოვება შესაძლებელია 16 წლიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების …

ელექტრომობილების ბოლო დღე ბულვარში – ხვალიდან აკრძალვა ძალაში შედის

„თუ თორნიკე რიჟვაძე არ შეგვხვდება და ისევ აეროპორტის დასახლებაში გადასვლას გვეტყვიან, არ დავიშლებით. პირიქით, ხვალიდან პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ. ჩვენ საარსებო წყაროს გარეშე გვტოვებენ,“ – ამბობს ბექა გუგუნავა. ის ერთ-ერთია მათგან, ვინც ამ დრომდე კვადროციკლს აქირავებდა ბათუმის ბულვარში. ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებითა და კვადროციკლებით გადაადგილება აკრძალულია. ბულვარში უკვე …

„ამ ზაფხულს მაინც გვამუშავეთ“ – კვადროციკლების მფლობელების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„მხოლოდ ამ ზაფხულს გვამუშაონ და დაწესდეს რეგულაციები“, – ამ მოთხოვნით კვადროციკლების მფლობელებმა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. საუბარია ბათუმის საკრებულოს ახალ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის ბულვარში კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილება 2019 წლის პირველი მაისიდან აიკრძალება. ინიციატორი ბულვარის ადმინისტრაცია იყო. „იმიტომ, რომ არავის პასუხი არ მოუთხოვია, გასულ …

“სამ-სამ კვადროციკლს დავიტოვებთ, მეტს არა” – საპროტესტო აქცია ბულვარში

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან კვადროციკლების და ელექტრომობილების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილები ბულვარის ტერიტორიაზე პირველი მაისიდან ვეღარ იმოძრავებენ. ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო. “რომ გვიშვებენ, სად გვიშვებენ, სამსახური არის სადმე?” – იკითხეს დღეს ბულვარის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ადამიანებმა. “ჩვენ თანახმა ვართ, მხოლოდ 3-3 ცალი კვადროციკლი დავიტოვოთ. აქამდე 1500 კვადროციკლი იყო …

რას სთავაზობს მთავრობა კვადროციკლების მესაკუთრეებს, რომლებიც ბულვარში ვეღარ იმუშავებენ

„სამინისტრო მზადაა წარმოდგენილი წინადადება ან პროექტი განიხილოს,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სადაც ვიკითხეთ, რას უპირებს მთავრობა ათეულობით ადამიანს, რომლებიც მაისიდან ბათუმის ბულვარში ვეღარ იმუშავებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე არაფერს სთავაზობს ელექტრომობილების გამქირავებლებს, არც პროექტია წარდგენილი. „ბულვართან დაკავშირებით ბათუმის საკრებულომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ისინი ვერ გააგრძელებენ იქ საქმიანობას. აჭარის …

„ჩემი შემოსავალი ეს იყო, რა ვქნა ახლა?“ – კვადროციკლის გამქირავებლები აქციას გეგმავენ

„ეს რომ აკრძალეს, ვინმემ ჩვენზე თუ იფიქრა, რა უნდა ვქნათ?“ – ეს კვადროციკლისა და ელექტრომობილების ერთ-ერთმა გამქირავებელმა გვითხრა ბათუმის ბულვარში. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში კვადროციკლების, მოტოციკლებითა და ელექტრომობილებით სეირნობა აიკრძალება. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს, 5 მარტს, მიიღო. საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ბულვარში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. კვადროციკლის გამქირავებლები ეთანხმებიან ბულვარის ადმინისტრაციას და საკრებულოს იმაში, …

Exit mobile version