ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ბრალდებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ …
Tag Archives: იძულება
საზღვაო აკადემიის სტუდენტი რუსულ მარშზე: 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ
„საზღვაო აკადემიიდან 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში, გეგმა ასეთია. ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა პროტესტი, თუმცა ზოგიც, სხვადასხვა მიზეზის გამო იძულებულია წავიდეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საზღვაო აკადემიის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი, მიშა განდელიძე. „ბათუმელებმა“ არაერთი სტუდენტისგან მიიღო მსგავსი ინფორმაცია თუ მტკიცებულება კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით. მიშა განდელიძე კი თანახმაა საჯაროდ გაახმოვანოს სიმართლე, რაც პირადად იცის. სტუდენტი თვლის, რომ …
Continue reading “საზღვაო აკადემიის სტუდენტი რუსულ მარშზე: 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ”
„ოცნების“ რუსული მარში თბილისში – როგორ მიჰყავთ სტუდენტები და საჯარო მოხელეები აჭარიდან
„საჯარო მოხელეებს აიძულებენ 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა მიქელაძე. მან ამის თაობაზე განცხადება დღეს, 27 აპრილს გააკეთა. „როგორც მეუბნებიან, ეს კეთდება მუქარანარევი თხოვნის ფორმით. მაგალითად, ეუბნებიან თანამშრომლებს: „ჩვენც არ მივესალმებით, მაგრამ ჩემი ხათრით უნდა წამოხვიდე“. როცა კონკრეტული ხელმძღვანელი, მის სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს ასე …
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სკოლის მძღოლი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან …
Continue reading “არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სკოლის მძღოლი დააკავეს – შსს”
მამა შვილს უცხოეთიდან დედის მიერ გამოგზავნილ ფულს სძალავდა – განაჩენი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა კაცს, რომელიც შვილს ფულს სძალავდა და სახლის გადაწვა სცადა. განაჩენის მიხედვით, თბილისში მცხოვრები ლ.ჯ. მუქარით საკუთარ შვილს ისრაელიდან დედის მიერ გამოგზავნილი ფულის გადაცემას აიძულებდა. მას შემდეგ, რაც შვილმა მამას ფული არ მისცა, ბრალდებულმა სახლის გადაწვა სცადა. გამოძიება ბრალდებულს ასევე ედავებოდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვას …
Continue reading “მამა შვილს უცხოეთიდან დედის მიერ გამოგზავნილ ფულს სძალავდა – განაჩენი”
ტაქსის მძღოლის დაშინება და ავტომანქანის გატაცება სათამაშო პისტოლეტის მუქარით – განაჩენი
8 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისში მცხოვრებ ლევან წ.-ს ავტომანქანის ყაჩაღობის მცდელობისა და ამ ავტომანქანის მძღოლის იძულებისთვის მიუსაჯეს. განაჩენის მიხედვით, ლ.წ.-მ მეგობართან ერთად თბილისში ტაქსის მძღოლი პისტოლეტის ფორმის სანთებელათი დააშინა და დუშეთში წაყვანა აიძულა, შემდეგ კი, ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა და დაზარალებულს მობილურიც წაართვა. „…ღამის პირველის ნახევარი იქნებოდა, როცა ორი ბიჭი მოვიდა, დუშეთში თუ წაგვიყვან 40 …
ბათუმში კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტომ ბათუმში ჯგუფური იძულების ბრალდებით ორი პირი დაკავა. გამოძიების მიხედვით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი ჯ.ც. და მისი თანამშრომელი ი.ჩ. კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ. „ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი. ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ.-ს …
შსს: გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირია დაკავებული
შს სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. გამოძიება …
Continue reading “შსს: გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირია დაკავებული”