მშენებლები დაბალსართულიანი სახლების დანგრევის ნებართვას ისევ ითხოვენ

მშენებლები არ ირჩევენ დაუსახლებელ ადგილებს და არ ისახავენ მიზნად ასეთი ადგილების განვითარებას, ისინი არ გადიან გარეუბნებში და ისევ ბათუმის ცენტრში ეძებენ  დაბალსართულიან ისტორიულ სახლებს დასანგრევად იმისთვის, რომ მათ ნაცვლად ახალი მაღალსართულიანი სახლები ააშენონ. ბოლო პერიოდში მათი მოთხოვნა ნებართვის მისაღებად უფრო დაჟინებული იყო, იმ მიზეზით, რომ 3 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელმაც, როგორც სპეციალისტები …

130 წლის მასკარონებიანი სახლი „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხვდა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის #21-ში მდებარე ორსართულიანი სახლი მერიის „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხდა. იმ დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, სახლი ვერ გადარჩება. აქ მაცხოვრებლების ინფორმაციით, რაზეც გადმოცემით იციან, სახლი 130 წლის წინ უნდა იყოს აშენებული. მის ფასადზე შემორჩენილია ქვის მასკარონები და  ხის ფანჯრებიანი აივანი, ძველი მოაჯირით. სახლის ინტერიერს ჯერ კიდევ ამშვენებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი …

ბათუმის ისტორიული შენობები ძეგლის სტატუსის მოლოდინში

ბათუმში მდებარე 43 ისტორიული სახლისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა განიხილოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები 2017 წლის იანვარში გადაიგზავნა თბილისში, თუმცა მიანიჭებენ თუ არა ძეგლის სტატუსს ამ სახლებს, ჯერ ისევ გაურკვეველია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ საკითხი დამუშავების პროცესშია და მასზე საბჭოს, რომელიც განიხილავს …

საკრებულოს წევრების რეაქცია ისტორიული სახლების ნგრევაზე ბათუმში

„საკრებულოს არაფერი შეუძლია“, „საკრებულოს კომპეტენცია არა აქვს გადაარჩინოს ისტორიული სახლები“, „რეგულაციები მივიღეთ და მეტი რა ვქნათ“ – დაახლოებით ასეთია საკრებულოს წევრების უმრავლესობის პასუხი კითხვაზე – რა შეიძლება საკრებულომ გააკეთოს იმისათვის, რომ დეველოპერების ინტერესებს, ააშენონ ახალი კორპუსები ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ძველი ბათუმის იერსახე არ შეეწიროს. საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარეს, პაატა მგელაძეს „გული სტკივა“, რომ ისტორიულ სახლებს …

Exit mobile version