„ეს არის ბრძოლა რუსული ფულისთვის“ – რისთვის გააქტიურდა პატრიოტთა ალიანსი

რატომ შეახსენა „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთს თავი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ელოდება თუ არა ინაშვილი-თარხან მოურავის რუსეთისადმი ერთგულებას კიდევ ერთი მარცხი საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს, პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას ესაუბრა. ბატონო ბაკურ, როგორც ვიცით, ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი რუსეთში არიან. ისინი შეხვდნენ რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის …

პუტინის სახით გამოსახული ინაშვილი და თარხან-მოურავი პოსტერებზე ბათუმში

ბათუმში ანონიმი მულტიმედია არტისტის BIMO-ს მორიგი პოსტერი გამოჩნდა. პოსტერზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორი ლიდერი – ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავია გამოსახული, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახით და წარწერით: „ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს”! არტისტი ამ პოსტერით  პარტიის მიერ ქალაქში განთავსებული საარჩევნო ბილბორდის შინაარსს ეხმაურება. „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე ასახულ საქართველოს რუკაზე, აჭარა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის …

„კარფურმა“ და ირმა ინაშვილმა თეატრის თანამშრომლებს წინასაარჩევნოდ სურსათი დაურიგეს

ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, „კარფურისა“ და ირმა ინაშვილის სახელით სასურსათო კალათები დაურიგეს. „ბათუმელებთან“ სურსათის დარიგების ფაქტი დრამატული თეატრის დირექტორმა თავდაპირველად უარყო, თუმცა დავით ოქიტაშვილთან ჩვენი საუბრის შემდეგ, კალათების გადაცემის ფაქტი დაადასტურა. ოქიტაშვილის თქმით, სასურსათო კალათა დღეს, 6 აგვისტოს, 77 ადამიანს გადასცეს. „დაახლოებით ორი კვირის წინ მთხოვეს სია, თუმცა …

პატრიოტთა ალიანსის გამოკითხვა – კვლევა თუ პოლიტიკური მანიპულაცია?

გსურთ თუ არა საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო მიუმხრობლობა? მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით? გსურთ თუ არა საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად? პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ამბობს, რომ ეს სამი შეკითხვა ბათუმში 77 ათას ადამიანს დაუსვა, ანუ მინიმუმ ყოველ მეორე ბათუმელს. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ბათუმში 143 925 ამომრჩეველია. …

ინაშვილი ნატო-ს დელეგაციის ვიზიტის წინ ნატო-ს წინააღმდეგ გამოკითხვის შედეგს აქვეყნებს

ბათუმში ნატო-ს დელეგაციის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ირმა ინაშვილმა საკუთარი პარტიის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სასტუმრო „რედისონში“ 77 ათასი ანკეტა წარმოადგინა და თქვა: „გამოკითხულთა 69 პროცენტი ანუ 53 130 ბათუმელი, მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას“. „ეს კითხვარი შედგენილია მოსკოვში“ – ასე შეაფასა „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვა „ბათუმელებთან“ ბათუ ქუთელიამ, საქართველოს ატლანტიკური …

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

„ყველაფერს შეიძლება დაარქვა ადამიანმა, რომ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვითხრან ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის მომავალს დააზიანებს,“ – ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ წინასაარჩევნო გზავნილს – თურქეთი ოკუპანტია. ამ პოლიტიკური ძალის პირველი ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლოზუნგიც ეს იყო. „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური …

Exit mobile version