იმედა ბოლქვაძე ხულოს მერს: ახლა მპირდებით ბილიკს, რადგან ლაივი გავუშვი? – ვადებიც მითხარით

ხულოს მერიის აიპის თანამშრომელმა, იმედა ბოლქვაძემ, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება ორი კვირის წინ მიიღო. გარდა ამისა, მას მერიამ სახლიდან – სოფელ განახლებიდან სოფლის ცენტრამდე ადაპტირებული ბილიკის მოწყობაზეც  უთხრა უარი. დღეს იმედა ამ საკითხების განხილვის მიზნით ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს შეხვდა, შეხვედრის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელა. See more ოფიციალური წერილის …

ხულოს მერობის მდუმარე და მოლაპარაკე კანდიდატები წინასაარჩევნოდ

„მაღალი თანამდებობიდან მეტის გაკეთება შეიძლება,“ – მიიჩნევს როლანდ აბულაძე. ის ხულოს მერობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელიც ამავდროულად ხულოს მერიაში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას და მერობის სხვა კანდიდატებს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ესაუბრა. 19 მაისს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხულოში, მერს აირჩევენ. ხულოში მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, თუმცა მათი უმრავლესობა ამ დრომდე მედიაში არ გამოჩენილა. …

ენმ-ის მერობის კანდიდატი ხულოში: ყველა სოფელში მინისაწარმოს ავაშენებ

ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ირაკლი ჯორბენაძე ყველაზე ხშირად გზების პრობლემებზე საუბრობს. მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა მოუწესრიგებელი საავტომობილო გზებია. „ბათუმელებმა“ ხულოს მერობის კანდიდატს ჰკითხა, აქვს თუ არა გაანგარიშებული, რამდენი  დაჯდება ხულოს ყველა სოფელში გზების კეთილმოწყობა და სად ნახავს ამ ფულს ირაკლი ჯორბენაძე, თუკი ის ხულოს მერი გახდება. ხულოს მერის არჩევნები 19 …

ენმ-ს ხულოს მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე იქნება

ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე იქნება. პარტიის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მას ხულოს თეატრში ხვალ, 6 აპრილს, დღის ორის ნახევარზე წარადგენს. ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს საკრებულოს წევრია. „თავდაპირველად ვიყავი მაჟორიტარი კანდიდატი, შემდეგ – პარტიული სიის პირველი ნომერი. ჩემი მთავარი გზავნილია შეჩერებული და შენელებული პროექტების ამუშავება. ამაზე დეტალურად ხვალინდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ,“ – გვითხრა ირაკლი …

უშუქობა და დიდთოვლობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ჯორბენაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თოვლის საფარი სოფლებში ერთ მეტრზე მეტია, შეზღუდულია გადაადგილება გზებზეც. „სხალთა-ხიხაძირის მიმართულებით ცენტრალური გზა თოვლის საფარის გამო ჩაკეტილია. შესაბამისად, ჩაკეტილია სასოფლო გზებიც. გუშინ დაბაში თოვლის საფარმა ნახევარ მეტს, სოფლებში ერთ მეტრს მიაღწია. მესამე დღეა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია სხალთის …

როდის დაეხმარებიან ხულოში დამეწყრილ ოჯახებს

ხულოში, სოფელ რაქვთაში მეწყერი გუშინწინ ჩამოწვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი – ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დამეწყრილ მოსახლეობას ყურადღებას არ აქცევს. მისი თქმით, ქვედა და ზემო რაქვთაში ოთხი ოჯახის გასახლებაა საჭირო. ერთი ოჯახი კი მეზობელთან ცხოვრობს. მეწყრის შედეგად დაზარალებულმა რომან მიქელაძის ხუთსულიანმა ოჯახმა გუშინწინ დატოვა საკუთარი სახლი. „გამგეობის წარმომადგენლები და გეოლოგები დღეს იყვნენ …

ხულოს საკრებულოს წევრი ხელისუფლებისგან თხილვანელთა განსახლების გეგმა-გრაფიკს ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ჯორბენაძემ სოფელ ქვემო თხილვანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. „თხილვანაში რთული ვითარებაა. ის პროგრამები, რომლითაც დახმარებას ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, არაადეკვატურია. ამ დრომდე ხელისუფლებამ რეაგირების მოხდენა ვერ მოახერხა, ხალხი ითხოვს შველას ხელისუფლებისაგან, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი ჩაიშალა იმის გამო, რომ მოსახლეობას ხელისუფლებამ არ …

დეპუტატობის კანდიდატი: 2014 წელს „ოცნებას“ დაბის მაჟორიტარული არჩევნები მოვუგე

ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს წევრი ირაკლი ჯორბენაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარია საქართველოს პარლმენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“  დაასახელა. ბატონო ირაკლი, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა? პირველ რიგში იმიტომ, რომ გამოცდილ გუნდს წარმოვადგენ. ალბათ ბევრს ახსოვს ჩვენ რა ქვეყანა ჩავიბარეთ და რა გადავაბარეთ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“. მინდა შევახსენო ბევრს – 2003 წელში …

Exit mobile version