ირაკლი ცეცხლაძემ ბიუჯეტიდან 5.4 მილიონი მიითვისა და 107 ათასი დააბრუნებინეს

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი ცეცხლაძისგან დღემდე მხოლოდ 106 ათას 904 ლარია ამოღებული – ეს აღნიშნულია „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 2023 წლის სექტემბერშია ხელმოწერილი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“ [ყოფილი „ჰიგიენა 2009“], რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ირაკლი ცეცხლაძეს კიდევ 5 322 108 ლარი აქვს გადასახდელი. ირაკლი ცეცხლაძემ, …

როგორ მოახერხა ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონის მითვისება

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ჰიგიენა 2009“-ში 100-პროცენტიან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი რეგულაციები აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის მხრიდან თანხის უკანონო მითვისება გამორიცხოს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ასეთი მექანიზმი 5 მილიონის მითვისებამდე არ …

„5 მილიონის საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გახმაურებული „5 მილიონის მითვისების საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  მას ასევე ჩამოართმევენ იმ ფულს, რაც ამ დროისთვის საბანკო ანგარიშზე აქვს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს სთხოვა, თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გარდა, ირაკლი ცეცხლაძის საბანკო ანგარიშებიდანაც მოიხსნას თანხა, „რაც მას უკანონო გზით აქვს მოპოვებული და …

ირაკლი ცეცხლაძე „5 მილიონის საქმეზე“: თავს დამნაშავედ ვცნობ

ვიდრე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი დაასრულებდა კითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულისთვის განკუთვნილი საკნიდან ფეხზე წამოდგა და თქვა: „თავს დამნაშავედ ვცნობ და სრულად ვეთანხმები წარდგენილ ბრალს“. „გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მოგესაჯოთ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ. ირაკლი ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად. ის …

5 მილიონის მითვისების საქმეზე ირაკლი ცეცხლაძე დააკავეს

შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ირაკლი ცეცხლაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალდებულის სახითაა დააკავებული. „გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა …

ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 3 აპრილს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ში გვითხრეს, რომ ტენდერი EBRD-მა გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიას შეუძლია. ამასთან, თითოეული განაცხადი იმ სატენდერო წარმომადგენლების წინაშე გაიხსნება, რომლებიც დასწრებას გადაწყვეტენ. ტენდერი მშენებლობაზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა. 22 …

მედეა ვასაძე: მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, იმ ხუთ მილიონს ძალიან შორსაც ნუ მოძებნიან

დღეს, 23 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია „ემსახურე საქართველოს“ წევრმა მედეა ვასაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ 5 მილიონი ლარის სავარაუდო მითვისებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მედეა ვასაძის თქმით, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ ხელმძღვანელს ირაკლი ცეცხლაძეს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კიდევ ოთხ საწარმოში ეკავა დირექტორის თანამდებობა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო მოქმედი, …

ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად, მინსკში გაფრინდა

შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ცეცხლაძე 2014 წელს დაინიშნა. მაშინ 34 წლის ირაკლი ცეცხლაძის ყოველთვიურ ხელფასად განისაზღვრა 400 ლარი. ირაკლი ცეცხლაძის მიერ 5 მილიონი ლარის მითვისებაზე გუშინ, 22 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია. ირაკლი ცეცხლაძესთან ხელშეკრულების გაფორმება დაევალა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელს. თანამდებობის პირი, ვინც …

ქობულეთის საკრებულოს წევრი გამგეობას დარღვევებში ადანაშულებს

საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერაბ ცინცაბაძე ქობულეთის გამგეობას ფინანსურ დარღვევებში ადანაშულებს, ბრალდებების დასადასტურებლად კი სახელმწიფო აუდიტის 2014 წლის ანგარიში მოჰყავს. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2014 წელს ქობულეთის გამგეობამ არამიზნობრივად დახარჯა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 19 000 ლარი. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ „ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური …

Exit mobile version