აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება

აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება. ამის შესახებ დღეს, 10 მარტს, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე არსებობს წინასწარი მონახაზი, რომლის მიხედვითაც, აჭარის მსგავსად სამეგრელო, კახეთი და ქვემო ქართლი 3-3 ოლქად დაიყოფა, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი – 2-2 ოლქად, თითო მაჟორიტარული ოლქი ექნება გურიას, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთს. იმერეთში 4 მაჟორიტარული …

ირაკლი კობახიძე ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

გუშინ განვითარებული მოვლენების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. კობახიძე დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრება და ბაქოში ვიზიტს შეწყვეტს. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გუშინ სწორედ ირაკლი კობახიძის გადაყენება იყო, რომელმაც საკუთარი სავარძელი მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო სესიაზე დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს დაუთმო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. როდის დაბრუნდება კობახიძე საქართველოში დაზუსტებული არ არის – …

“გადადგეს მოღალატე კობახიძე”- აქცია ბათუმის ევროპის მოედანზე

“გადადგეს მოღალატე კობახიძე”, “#არაივანიშვილს”, “გადადგეს რეზიდენტი გახარია”, – ამ და სხვა ტრანსფარანტებით ბათუმში, ევროპის მოედანზე საქართელოს პარლამენტში დღეს მომხდარ შემთხვევას აპროტესტებენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა” . დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლური ასამბლეის მსვლელობის დროს, თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. ასაბლეა პარლამენტში პროტესტის შემდეგ შეწყდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც დღეს …

რა განიხილეს „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში დახურულ კარს მიღმა

„მიმდინარე საკითხებზე ვისაუბრეთ მხოლოდ“, – ამ ფრაზას დღეს „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისიდან გამოსული თითქმის ყველა პოლიტიკოსი გეტყოდათ. შეხვედრის დაწყებამდე იყო ვერსიები, რომ პარტიულ ოფისში საკადრო ცვლილებებს განიხილავდნენ, ასევე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მმართველი პარტიის სტრატეგიას. „ქართული ოცნების“ ოფისში დეპუტატები და მერები ცალ-ცალკე ჯგუფებად შედიოდნენ და პარტიის ლიდერებს – კახი კალაძეს და ირაკლი კობახიძეს ხვდებოდნენ. პარტიის …

კალაძე და კობახიძე ბათუმში – დახურული შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები – კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდნენ აჭარის თითოეული მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ამჯერად შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შედიან. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც ესწრება. „შეხვედრა იქნება პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, არჩევნებზე, როგორი იქნება ჩვენი პოზიცია ამ არჩევნებზე, წინასაარჩევნო სამზადისი …

რა თქვა პრემიერმა ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიხსნა. კონგრესის გახსნამდე, ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ. „ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისი და ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც მნიშვნელოვან მიღწევას,“ – აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან არ დააკონკრეტა, რა იგულისხმება ხელისუფლების მხრიდან კომპრომისში. „მე მადლობა გადავუხადე ვენეციის …

არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეზე: პარლამენტს უკეთესი თავმჯდომარე მოუხდებოდა

ირაკლი კობახიძე, რომელიც 2015 წლიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. რატომ შეაჩერა მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძეზე არჩევანი და რა გამოწვევების წინ შეიძლება დადგეს სახელმწიფო ახალი პარლამენტის პირობებში? ამ თემაზე „ბათუმელებს“ „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ და ამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს ყოფილი …

Exit mobile version