პირველი არჩევნები შავი და თეთრი კენჭებით ბათუმში – ვის ჰქონდა ხმის მიცემის უფლება 

„კანდიდატების წინ დგამდნენ ყუთებს, ყუთებთან კანდიდატები იდგნენ და ხალხი ყუთში აგდებდა თეთრ ან შავ ქვას, ასე ტარდებოდა არჩევნები,“ – გვიყვება ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ის ავტორია წიგნისა „არჩევნების ისტორია აჭარაში“, რომელიც უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია უსკო-ში დღეს, პირველ ივლისს, გაიმართება. ირაკლი ირემაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, როგორ ჩატარდა პირველი არჩევნები ბათუმში და რას აჩვენებს არჩევნების ისტორია. …

რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა

ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში დაგხვდებათ აბრა, რომელსაც აწერია: „1921 წელს აქ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, თუმცა ამ შენობაში ისტორიიდან შემორჩენილი აღარაფერია. დოკუმენტების მიხედვით, პირველი კონსტიტუცია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ აქ, ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარი დოკუმენტი ნაჩქარევად დაიბეჭდა, თუმცა ამ მოვლენით დაინტერესებული ნებისმიერი მკვლევარი ადასტურებს, რომ პირველი …

რატომ თქვა მეუფე იოანემ, რომ ილიას მკვლელობა „დაკვეთა იყო ევროპიდან“ – რუსული პროპაგანდა?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, იმდროინდელი სოციალ-დემოკრატების გავლით, „ევროპას“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ მკვლელობის „დაკვეთა ევროპიდან იყო“. მის ამ ნათქვამს – ილიას მკვლელობის ევროპასთან დაკავშირებას – ისტორიკოსები „წარმოუდგენელ აბსურდს“ უწოდებენ. მიტროპოლიტი იოანეს ძველ ნათქვამ-ნააზრევის ფონზე, ზოგიერთი კომენტატორი მის ახალ განცხადებაში რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ მოქნილ, მავნე გამოვლინებას ხედავს, ხოლო …

იუნუს წულუკიძე – დავიწყებული კანონმდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან

ავტორი: ირაკლი ირემაძე, ისტორიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი _______________________ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ახლად შექმნილი სახელმწიფო რთული გამოწვევების წინაშე იდგა. პირველ რიგში, საფრთხე ემუქრებოდა მისი ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს, ამ პერიოდისათვის პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ოსმალეთს უკვე დაკავებული აქვს ბათუმის …

„გასული საუკუნის წარმატებული ქალები“ – საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

პარასკევს, 22 მარტს, 12 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია „გასული საუკუნის წარმატებული ქალები“. ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე და ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე მსმენელებს გააცნობენ საუკუნის წინ, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოღვაწე აქტიურ ქალებს – პოლიტიკოსებს, პედაგოგებს, ხელოვანებს, აქტივისტებს, მათ საქმიანობასა და ზოგადად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკას ქალთა საკითხებისადმი. ლექციაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: ფარნავაზ მეფის 33. …

რესპუბლიკის პირველი იუნკრები

23 თებერვალს საქართველოში ქართველი იუნკრების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ვინ იყვნენ ქართველი იუნკრები და რა ბედი ეწიათ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ირაკლი ირემაძეს ესაუბრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელს. ეს ცენტრი რამდენიმე წელია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას იკვლევს. როდის და როგორ შეიქმნა იუნკერთა სასწავლებელი   იუნკერთა სასწავლებელი რესპუბლიკის …

Exit mobile version