აჭარის გზების დეპარტამენტის მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2020 წელს რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია განახორციელა. აშენდა და აღდგა 10 ხიდი და 177 ხელოვნური ნაგებობა, 34 მიმართულებით 55 კმ. სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, ხოლო 125 კმ. სიგრძის გზაზე დაიგო ბეტონის საფარი. ამჟამად მიმდინარეობს 12 მიმართულებით 20 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის …

აჭარის გზების დეპარტამენტის დაკვეთით გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეები და ხუცუბანი-ძმათა სასაფლაო-ირემაძეების საავტომობილო გზის 1800 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. რეაბილიტირებული გზით 80 ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას. პროექტი გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება. ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის 4,290 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის …

გზების დეპარტამენტის დაკვეთით გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ინტენსიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ალამბარი-მჟავანაძეების მიმართულებით 990 მეტრ მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული საავტომობილო გზა უკავშირდება ალამბარი-ზენითის მიმართულებას. რეაბილიტირებული გზით 100-ზე მეტი ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილება. ლეღვა-წილოსნების საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი …

აჭარის მუნიციპალიტეტებში დასრულებული მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს ხუთივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. ამ ეტაპზე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტები: [checklist] კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. [/checklist] პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. დასრულებულია ერთი ახალი ხიდის მშენებლობა, მოეწყო შესაბამისი ხელოვნური და დამცავი ნაგებობები. …

აჭარის გზების დეპარტამენტი განაგრძობს გზების, ახალი ხიდებისა და ნაგებობების მოწყობას

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად განაგრძობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, ახალი ხიდების მშენებლობას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ვეისალიძეები-ვანაძეები-ქაქუთის მიმართულებით 1800 მეტრ მონაკვეთზე დასრულდა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 656 999 ლარს შეადგენს. ახალი გზით კომფორტულ გადაადგილებას სოფელში მცხოვრები 250 ოჯახი შეძლებს. ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდა სასოფლო გზებზე ცემენტობეტონის …

Exit mobile version