შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თაღლითობის, სხეულის დაზიანებისა და მუქარისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი აჭარაში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.
Tag Archives: ინტერპოლი
სარფში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს – შსს
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. „დაკავებული, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.
ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.
ბათუმში ინტერპოლის ძებნილი 2 პირი დააკავეს
ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს. დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. სამართალდამცველებმა მსჯავრდებული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს“ – იუწყება შს სამინისტრო. უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
აჭარაში ინტერპოლით ძებნილი 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, 1998 წელს დაბადებული უ.ი. და 1992 წელს დაბადებული უ.ჰ. სხვადასხვა დროს დააკავეს. „თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, უ.ი. განზრახ მკვლელობის, ხოლო უ.ჰ. დამნაშავის მიერ საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები …
Continue reading “აჭარაში ინტერპოლით ძებნილი 2 პირი დააკავეს”
ბათუმში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება. …
Continue reading “ბათუმში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა”
ბავშვთა პორნოგრაფიისა და გაუპატიურებისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს
პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს. ტ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, მათ შორის, დანაშაული ბავშვთა წინააღმდეგ, პორნოგრაფიის გავრცელება და გაუპატიურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველომ და აჭარის პოლიციის …
Continue reading “ბავშვთა პორნოგრაფიისა და გაუპატიურებისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს”
შსს: სარფში ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „სარფის“ თანამშრომლებმა, ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1963 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს. „დაკავებულს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83, 99, 105, 107 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად …
Continue reading “შსს: სარფში ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს”
შსს: ბათუმის აეროპორტში გერმანიის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული, ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს. „დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის ნარკოტიკების შესახებ კანონის 1, 3 და 29 მუხლების დარღვევაში, რაც დიდი ოდენობით …
Continue reading “შსს: ბათუმის აეროპორტში გერმანიის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავეს”
შსს: დაკავებულია ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ჰ.გ. დააკავეს. „ჰ.გ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 109/1, 105/1, 53, 43, 63 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც სექსუალურ ძალადობას …
Continue reading “შსს: დაკავებულია ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი”
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს
ბათუმში, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1961 წელს დაბადებულ ვაჰდი აბდულ ს., 1973 წელს დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი., შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით ვაჰდი აბდულ ს.-ს ბრალი ედება …
Continue reading “ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს”
თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით თბილისის ინტერპოლის და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2016 წლის თებერვლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ელვინ ი. დააკავეს. ელვინ ი-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე, 250-ე …
ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ონტოპოში, ანკარის ინტერპოლის მიერ 18.12.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, ს. ს. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-a, 53/1-c, 53/1-b, 53/1-d, …
Continue reading “ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს”