ქვიარაქტივისტი მარიამ ქაჯაია კატო მიქელაძის პრემია 2020 წლის გამარჯვებულია

კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული ქვიარაქტივისტი მარიამ ქაჯაია გახდა. მარიამ ქაჯაია ბათუმში “იდენტობა იუს”-ის რეგიონულ ოფისს ხელმძღვანელობს. ის უფლებადამცველი და ქვიარაქტივისტია. მუშაობს ქვიარჯგუფებთან და განსაკუთრებით მოწყვლად ქალთა საჭიროებებზე აჭარის რეგიონში. „მარიამი სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ფემინისტი აქტივისტი და მოაზროვნეა. მისი შრომა ზრუნვის ეთიკის ყველაზე ემპათიურ გაგებაზე დგას და მუდმივ თვითგაუმჯობესებასა და თვითკრიტიკას ეფუძნება. ბოლო წლების განმავლობაში მისი …

„ლექტორებიც ჰომოფობიურად აზროვნებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები დისკრიმინაციის დადგენაზე

რას ფიქრობენ ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე? – კითხვა სტუდენტებს დღეს, 21 თებერვალს, იმ დისკუსიის შემდეგ დავუსვით, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ დისკრიმინაციის და თანასწორობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში შედგა. ზუსტად ეს აუდიტორია არ დაუთმო უნივერსიტეტმა გასულ წელს „იდენტობას“ ლგბტქ თემის პრობლემებზე სასაუბროდ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დამცველმა 2020 წლის 31 იანვარს …

სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბსუ-ს დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა 

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა. საქმე ეხება ბათუმში გასული წლის 18 მაისს “იდენტობის ბათუმის რესურსცენტრის” მიერ ორგანიზებულ ლექციის – “17 მაისი – თავისუფლების ილუზია”  – ჩაშლას. ლექცია უნდა ჩატარებულიყო “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი “ანარესის აკადემიის” ფარგლებში. საჯარო ლექციის ორგანიზატორები თავდაპირველად …

„იდენტობა“: ბათუმში ექიმები ლგბტ ჯგუფს ფასიან კონსულტაციაზეც უარს ეუბნებიან

„საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებას ვთხოვთ მერამდენე თვეა ბათუმში მომუშავე კლინიკების ექიმებს. თითქმის ყველა კლინიკაში დავრეკეთ, ან მივწერეთ. „მაგნაირებთან არ მაქვს ურთიერთობაო” გვეუბნებიან,“ – ამ განცხადებას „ფეისბუქში“ ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის ოფისის მენეჯერი, მარიამ ქაჯაია ავრცელებს. მარიამ ქაჯაიას თქმით, სექსუალურ უმცირესობებთან კონსულტაციაზე უარი ბათუმში მომუიშავე ექიმებმა თქვეს. საუბარია საინფორმაციო ხასიათის ერთჯერად შეხვედრაზე, სადაც ორგანიზაცია ექიმს მცირედ ჰონორარსაც გადაუხდის. …

სექსუალური უმცირესობების სამართლებრივი დაცვისთვის ბათუმში ტრენინგი ჩატარდება

ლგბტ თემისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ბათუმში 28 და 29 სექტემბერს ჩატარდება. ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა. ტრენინგზე „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტები: დიანა დავითაძე და ანზორ ხატიაშვილი ისაუბრებენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, დისკრიმინაციაზე, პოლიციასთან ურთიერთობის დროს უფლებების დარღვევასა და ოჯახში ძალადობაზე. შეხვედრაზე კონკრეტულ შემთხვევებს და კაზუსებსაც განიხილავენ. ტრენინგი დღის 4 …

Exit mobile version