ზემო თხილვანაში ზვავმა სახლი წაიღო – 1 ქალი დაიღუპა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა და ამ სოფელში მცხოვრები ბოლქვაძეების სახლი წაიღო. სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს. „ბათუმელებს“ ამის შესახებ ამ სოფლებში მცხოვრებლებმა დაუდასტურეს, თუმცა არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურაში ეს ინფორმაცია ვერ დაგვიზუსტეს. მეწყრის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. სოფელში გვითხრეს, რომ კაცმა ზვავს გამოასწრო. 60 წლამდე ქალს სოფლის მცხოვრებლები საკუთარი ძალებით ეძებდნენ, …

ხულოს სოფლებში გათოვდა | ფოტო

ხულოს რამდენიმე სოფელში წუხელ გათოვდა. „წუხელ ღამით დაიწყო თოვა, ეს პირველი თოვლია ჩემს სოფელში,“ – გვიყვება თეიმურაზ ქამადაძე, ის ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანაში ცხოვრობს, – „ხეხილი დაამტვრია, ხეები ჯერ კიდევ დაფოთლილი იყო და ვერ გაუძლო…“ – ამბობს ის. მოქალაქის თქმით, თოვას შეფერხება არ გამოუწვევია, თუმცა რამდენიმე ოჯახს მის სოფელში შეშის მარაგი ჯერ კიდევ არ აქვს. …

5 მაისს ხულოში მოთოვა

დღეს, 5 მაისს, ხულოში მოთოვა. სოფელ თხილვანაში, როგორც ამ სოფლის მცხოვრები თეიმურაზ ქამადაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს. სოფელში ხეხილი აყვავებულია. როგორც თეიმურაზ ქამადაძე გვეუბნება, შესაძლოა თოვლმა ყვავილი დააზიანოს, რაც მოსავალზე აისახება. „შეიძლება მოყინოს“- გვითხრა ქამადაძემ.

სეტყვა და ღვარცოფი ხულოს სოფელში – მოსახლეობა ზარალს ითვლის [ვიდეო]

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო განვითარებულმა ღვარცოფმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა თხილვანაში, სოფლის გზები დააზიანა. დაისეტყვა ნათესები. „სეტყვა იყო, ნახევარი საათი. გზები და ნათესები დაზიანდა. ხეობაში არსებული მდინარე ადიდდა. სეტყვას იმდენი ზიანი არ მოუყენებია, რამდენიც ღვარცოფმა, რომელმაც ნათესები წალეკა,” – უთხრა „ბათუმელებს“ ქვედა თხილვანას მცხოვრებმა თეიმურაზ ქამადაძემ. ძლიერმა სეტყვამ გუშინ, 17 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის ორ …

თხილვანაში დღეს, 2 აპრილს, გათოვდა

დღეს, 2 აპრილს, ხულოში გათოვდა. თოვლის საფარი სოფელ თხილვანაში 10 სმ-ს აღწევს. ფოტოს ავტორი თეიმურაზ ქათამაძე „ბათუმელებს“ გვწერს, რომ აპრილის თოვლი ხულოში იშვიათობა არ არის, გაზაფხულის თოვლი საფრთხეა აყვავებული ხეხილისთვის, „თუმცა ხულოში ხეხილი ჯერ კარგად არ ყვავის“. გარდა ამისა, გაზაფხულზე მეწყერი აქტიურდება და საფრთხე იზრდება.

თხილვანელები ისევ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში აგრძელებენ ცხოვრებას

მიუხედავად იმისა, რომ ქვედა თხილვანელ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების მოსაგვარებლად ხელისუფლების მიერ მიცემული სამთვიანი ვადა სექტემბერში ამოიწურა, ეკომიგრანტთა დიდი ნაწილი დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ საცხოვრებელ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას. ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ხელშეკრულებით სამთვიანი ვადა მხოლოდ ქონების შეძენასთან დაკავშირებით იყო გაწერილი, რაც შეეხება სოფელ თხილვანაში არსებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის ვადებს – ეს …

ქვედა თხილვანელი ეკომიგრანტებისთვის თანხის გაცემა ორშაბათიდან დაიწყება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები ოჯახები, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, 25 000 ლარიანი პროგრამით ისარგებლებენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სამთავრობო კომისიამ განსახლების გეგმაზე მუშაობა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით, ქვედა თხილვანაში მცხოვრები 61 მუდმივი მაცხოვრებელი ოჯახიდან ორს, ბინა ვაშლოვანში არსებულ სოციალურ სახლში გადაეცა. რაც შეეხება დანარჩენ 59 ოჯახს, გამგებლის ინფორმაციით ყველა მათგანი 25 000 ლარიანი პროგრამით ისარგებლებს. …

დამეწყრილ მოსახლეობას ხელისუფლება ბინებს უმიწოდ, ხულოს ცენტრში სთავაზობს

„მოვრიგდით, შედეგი უკვე გვაქვს. ნებისმიერ დროს, როცა ოჯახები თანხმობას განაცხადებენ, ჩვენ მზად ვართ მათი ტრანსპორტირება მოვახდინოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. სოფელ თხილვანაში მეწყერი 10 იანვარს გააქტიურდა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრებათ. რამაზ ჯინჭარაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენმა ოჯახმა განუცხადა თანხმობა ქირით გასვლაზე სამთავრობო …

ხულო, სოფელი თხილვანა წვიმის შემდეგ [ფოტო]

ბოლოდროინდელმა წვიმამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა თხილვანას, ბაკი-ბაკოსა და მთისუბნის დამაკავშირებელი სამანქანო გზა დააზიანა. ამ დროისთვის სოფლებთან მისასვლელი გზა გახსნილია.

Exit mobile version