რატომ გაიაფდა თუთუნი – „ისეთ პირობებს გიქმნიან, რომ სოფლიდან წახვიდე“ | ვიდეო

ჯემალ მამულაძე ქედაში, სოფელ კოკოტაურში ცხოვრობს. ათას კვადრატზე თამბაქო აქვს გაშენებული და როგორც „ბათუმელებს“ უთხრა, პირველი ხარისხის თუთუნი მოჰყავს. მაგალითად, გასულ წელს 300 კილოგრამი სარეალიზაციო თუთუნი მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თამბაქო ძალიან გაუფასურდა, გულს მაინც არ იცრუებს და მის წარმოებას აგრძელებს. „რაც მოვიყვანე, ყველა გავყიდე. ზოგი 40 ლარში, ზოგიც 30-ში. დაბალ კატეგორიას (ფილიჯს …

„თამბაქოს დეპუტატები ყიდიან, ჩვენ კი გვაჯარიმებენ“ – რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი [VIDEO]

„მე აქ თამბაქო თუ ვერ მოვიყვანე, თოხი უნდა დავდო, თოხსაც მართმევენ, ასე გამოდის,“ – ახალდარგული თამბაქოს ნერგების მწკრივებს შორის დადის როლანდ მიქელაძე და ისე გვიყვება, რატომ მოუწიათ აჭარის მთაში ტრადიციად ქცეულ მეთამბაქოეობაზე უარის თქმა. ნენიას თუთუნს დღემდე აქვს სახელი, თუმცა შუახევის სოფელ ნენიაში თამბაქოს ხსენება გლეხებში უკვე გაღიზიანებას იწვევს. „აღარ დამირგავს ორი წელია“, – გვპასუხობენ …

„ვემსახურებით თუთუნს“ – ოჯახი თამბაქოს პლანტაციაში [ვიდეო]

თამილა და ირაკლი თამბაქოს პლანტაციაში დილის 5 საათზე გადიან. თან შვილებიც მიჰყავთ. ცოლ-ქმარი ქედაში ცხოვრობს. სოფელ ხარაულაში ორსართულიანი სახლი აქვთ და ორი შვილი ჰყავთ. ამ სოფლიდან ბათუმში ჩამოსვლას საათ-ნახევარი სჭირდება. სოფლიდან ბათუმში თითქმის ყოველ დღეს სხვადასხვა პროდუქტს ეზიდებიან ბაზარში გასაყიდად, მათ შორის გამხმარ თუთუნსაც. ქედა ის ადგილია, სადაც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის თუთუნი …

მეთამბაქოეები: შემოსავლებიდან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ თამბაქოს ჩამოგვართვამენ

დღეს, 18 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლის წინ, მეათამბაქოეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მეთამბაქოები ამბობენ, რომ დღეს, დღის პირველ ნახევარში, მათ სავაჭრო წერტილებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და სიტყვიერად გააფრთხილეს. „მოვიდნენ, გვითხრეს, თუ არ დააფასოებთ თამბაქოს და აქციზს არ დაადებთ, ხვალიდან დაგაჯარიმებთო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გასულ წელს მოგვცა დაპირება, რომ ჩვენს თამბაქოს რეგულაცია არ შეეხებოდა. აქედან …

21 ნოემბრიდან იკრძალება დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება და რეალიზაცია

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2019 წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში.  აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული. თამბაქოს …

მწეველები ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თუთუნზე გადადიან – რატომ არის თუთუნი იაფი 

ბოლო პერიოდში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი მინიმუმ ერთი ლარით გაძვირდა. სწორედ ამიტომ მწეველთა ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თამბაქოზე გადავიდა, რაც გაცილებით იაფია. რამდენით შემცირდა ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია და რამდენით გაიზარდა გასახვევი თამბაქოს მოხმარება, ოფიციალური სტატისტიკა ამ დროისთვის ჯერ არ არსებობს. ბათუმში სიგარეტი და თამბაქო ბითუმად, ძირითადად,  წერეთლის ქუჩაზე იყიდება. ფილტრიანი სიგარეტით მოვაჭრეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ …

Exit mobile version