მუნიციპალური ავტობუსები დროებით აჩერებს მუშაობას – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით. „ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას“ – წერს ავტოტრანსპორტი. ბათუმში ინტენსიურად თოვს, 24 თებერვლისთვის თოვლის საფარი ნახევარ მეტრზე მეტია. უამინდობის გამო სწავლა შეწყვეტილია სკოლებშიც.   მთავარი ფოტო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“  

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს, 24 თებერვალს, დაგეგმილი ყველა რეისი გადაიდო. მიზეზი უამინდობაა. როგორც აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, ფრენები დაგეგმილი იყო სოჭის, თელ-ავივის და სტამბოლის მიმართულებით, თუმცა დღევანდელი რეისები ვერ განხორციელდა. „ამ ეტაპზე მხოლოდ დღევანდელი ფრენებია გადადებული, ხვალინდელზე ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. მგზავრები ინფორმირებულნი არიან რეისების გადადების თაობაზე. ნაწილი განთავსებულია სასტუმროებში“ – გვითხრეს ბათუმის აეროპორტში. ბათუმში 24 …

ხულოში თოვს, ხვალ დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს

ხულოს რამდენიმე სოფელში გათოვდა. თხილვანის თემში თოვა ამ დილით დაიწყო. სინოპტიკოსების ცნობით, დღის განმავლობაში კიდევ უფრო აცივდება და თოვაც ხვალ შუადღემდე გაგრძელდება. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან აჭარის მთასა და ბარში გამოიდარებს. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, აჭარის მთაში დღეს 0-5 გრადუსი სითბოა, ღამით კი ტემპერატურა – 2 გრადუსამდე დაიკლებს. ხვალ, 27 ოქტომბერს, მთაში ჰაერის ტემპერატურა …

ხულოში თოვს – გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

ხულოში თოვს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარი 10 – 15 სმ-ს აღწევს და თოვას რომელიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. „სოფლებში არსად გზა ჩაკეტილი არ არის. ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა მხოლოდ სოფელ თხილვანაში ბოძის წაქცევის გამო. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – გვითხრა გოჩა მელაძემ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილიდან ინტენსიური თოვისა და …

10 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება

10 თებერვლიდან სამი დღის განმავლობაში აჭარის სანაპირო ზოლში იწვიმებს, მთაში კი მოსალოდნელია თოვა – პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია აკეთებს. აღნიშნულ დღეებში სანაპირო ზოლში ტემპერატურა დღისით, სავარაუდოდ, 2-7 გრადუსამდე დაეცემა, ღამით 0-2 გრადუსი სითბო იქნება. მთაში დღისით -2-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ღამით – 5-10 გრადუსი ყინვა. სანაპირო ზოლში იქნება თოვლჭყაპიც. ობსერვატორიის პროგნოზის მიხედვით, დღეს, …

ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა

2 თებერვალს, თოვის შეწყვეტის შემდეგ, მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში გვითხრეს, რომ ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც ღამით 10-15 გრადუსი ყინვაა მოსალონდელი. სანაპირო ზოლში კი, ტემპერატურა – 6 გრადუსამდე დაიკლებს. „დღეს, 31 იანვარს, დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი, უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგიერთ ადგილზე მოსალოდნელია მცირე თოვა. ხვალისთვის ველოდებით დროგამოშვებით თოვას. მთაში …

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია: ბათუმში 17 დეკემბერს ითოვებს

ბათუმში 17 დეკემბერს ითოვებს – გვითხრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საღამოს 9 საათიდან ხვალ საღამომდე აჭარის მაღალმთიანეთში დროგამოშვებით ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. ამ პერიოდში მთაში ღამით – 8-13 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით 0-5 გრადუსი სითბო. სანაპირო ზოლში +2 – +7 გრადუსი სითბო დღისით, ხოლო ღამით – 0-5 გრადუსი. ნალექიანი ამინდი …

Exit mobile version