შეამოწმე, როგორ გესმის თინეიჯერების ენა [ტესტი]

ენა ყოველდღიურად ვითარდება, ჩნდება ბევრი ახალი სიტყვა, მათგან ზოგი რჩება, ზოგიც ქრება. ენისთვის ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. ხშირად ახალგაზრდების, თინეიჯერების მეტყველება ბევრად განსხვავდება უფროსების მეტყველებისგან, თინეიჯერები ბევრ ისეთ ახალ სიტყვას იყენებენ, რაც სოცქსელებშია გავრცელებული, მათი უმრავლესობა ინგლისური სიტყვების ანალოგია. შეამოწმეთ, როგორ გესმით თინეიჯერების ლექსიკა.

შფოთვა, დეპრესია, კომპიუტერზე დამოკიდებულება – როგორ ეხმარებიან მოზარდებს უფასოდ ბათუმში

,,სინერგია“ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უფასო ცენტრია, სადაც 14-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს დახმარებას უწევს ფსიქოტრავმატოლოგების, ადიქტოლოგების, ფსიქოსომატოლოგების, საჭიროების შემთხვევაში კი ფსიქიატრებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი. ცენტრი არ არის განკუთვნილი მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთათვის, რასაც სხვა სპეციფიკა აქვს. ,,სინერგიაში“ ეხმარებიან ახალგაზრდებს გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, როგორიცაა შფოთვები, დეპრესიისკენ მიდრეკილება, თამაშდამოკიდებულება, ემოციის …

რა ვქნათ, როცა მოზარდს სწავლა აღარ უნდა და ,,ცუდ“ მეგობრებს იჩენს – რჩევები მშობლებს

პუბერტატული, ანუ გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს მოზარდის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებია. ამას, ბუნებრივია, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილებაც თან სდევს. მშობელს არ უნდა გაუკვირდეს, როცა მოზარდი ინტერესს კარგავს ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რაც ადრე მოსწონდა. გარდატეხის ასაკში სკოლაში სწავლის ინტერესს ხშირად კარგავენ, ან ითვალწუნებენ რომელიმე კონკრეტულ საგანს. შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა სირთულე, რის …

როცა მოზარდი ემოციებს არ გამოხატავს და სმარტფონსაა მიჯაჭვული

გარდატეხის ასაკის ბავშვების ურთიერთობა მშობლებთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ მოზარდებს მათი აღარ ესმით, შვილები აღარ უსმენენ და მეტიც, თითქოს გაურბიან მშობლებს და სძულთ კიდეც ისინი. თუმცა, სინამდვილეში, მოზარდებს აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილება მშობლებისგან გამოყოფის ე.წ. სეპარაციისა. ისინი ცდილობენ შეიქმნან ფსიქოლოგიური ავტონომია. ხანდახან მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვები გაჯეტებს არიან მიჯაჭვულები და …

Exit mobile version