საკრებულოს პასიური წევრი „ოცნებიდან“ „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა

„საკრებულოში მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და ეს იყო იმის ნიშანი, რომ ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი ხელისუფლებას,“ – ასე ახსნა თემურ კახიძემ თავისი სიჩუმე ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში. ის 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრია და ბოლოს ბათუმის საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. დღეს, პირველ ივლისს, თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. ვიდრე „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბრიფინგზე …

ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ თემურ კახიძე აირჩიეს

ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ თემურ კახიძე აირჩიეს. წილისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 17-მა წევრმა მიიღო. თემურ კახიძის წინააღმდეგ არავის მიუცია ხმა. წილისყრაში მონაწილეობა ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” არ მიუღია. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გამოთავისუფლდა, როცა ომარ მახარაძემ თანამდებობა დატოვა – იგი სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ომარ მახარაძემ დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველებიც”. იგი საკრებულოს …

ომარ მახარაძეს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე თემურ კახიძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოში ხვალ, 31 მაისს, რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი. სხდომის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის თანამდებობიდან გადაყენებაა. პოსტის დატოვების შესახებ ომარ მახარაძემ განცხადება თავად დაწერა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის თავისმა სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.  ომარ მახარაძემ საკრებულოში საკუთარი სურვილით დატოვა ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება“. ომარ მახარაძე …

ბათუმის საკრებულოში ირაკლი მიქელაძეს თემურ კახიძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოში ახალი წევრი შედის. ირაკლი მიქელაძეს, რომელსაც საკრებულოს წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე მოუხსნეს, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე ჩაანაცვლებს. თემურ კახიძე 2012 -2016 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო კოალიცია  „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“.  კოალიციის სიაში კი „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. ის უმაღლეს საბჭოში იურიდიულ და საპროცედურო კომისიას ხელმძღვანელობდა. უმაღლეს …

უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს

უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავს. პირველი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები ფრაქცია „თავისუფლალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე არიან. მეორე ცვლილება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობს და მისი ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ აბაშიძეა. …

Exit mobile version