„წამართვეს პირადობა და მართვის მოწმობა“ – თემურ გორგაძე სარფის საბაჟოზე გააჩერეს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გორგაძე, დღეს 20 ივნისს, სარფის საბაჟოზე გააჩერეს. როგორც თემურ გორგაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მას საქართველოში შემოსვლისას ქართველმა მებაჟეებმა დაახლოებით 11:00 საათზე პირადობისა და მართვის მოწმობა ჩამოართვეს და ჯერ კიდევ [15:00 საათისთვის] არ დაუბრუნებიათ. „პირადობაც და მართვის მოწმობაც მებაჟეებს აქვთ. „დაგველოდეთ“ მითხრეს და წავიდნენ. არაფერი განუმარტავთ, არ ვიცი, რატომ …

სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა აჭარის საპატრულო, რომელმაც მოქალაქე უკანონოდ დააკავა

ბათუმელმა თემურ გორგაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. მოქალაქემ სასამართლოში დაადასტურა, რომ ის სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს, შემდეგ კი 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, პირის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამო, მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა,“ – აღნიშნულია საია-ს …

ქუთაისმა გააუქმა ბათუმელი მოსამართლის გადაწყვეტილება – გორგაძე გაამართლეს

„სახეზეა ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში“, – ასე შეაფასა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა თემურ გორგაძის სუსის შენობასთან დაკავება და შემდეგ მისთვის 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. სააპელაციო სასამართლომ თემურ გორგაძე გაამართლა და გააუქმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება. თემურ გორგაძემ სასჯელი სრულად მოიხადა – ის 5 დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. თემურ გორგაძე „გირჩის“ ბათუმის …

ჩემზე რომ იყოს, დღესვე დავიწყებდი მეჩეთის აშენებას – „გირჩის“ კანდიდატი ბათუმში 

დასავლეთ საქართველოს მუფთის ყოფილი მრჩეველი და აქტივისტი თემურ გორგაძე „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ სიის პირველი ნომერია ბათუმის საკრებულოში. რას გეგმავს თემურ გორგაძე გამარჯვების შემთხვევაში და როგორ ხედავს ქალაქის მომავალს. პროპორციულ სიაში ამ პარტიას ბათუმში 3 ადამიანი ჰყავს. მერობის კანდიდატი კი გიორგი ფუტკარაძეა. „ბათუმელები“ საკუთარი პლიტიკური გეგმების შესახებ ამჯერად ინტერვიუს გთავაზობთ თემურ გორგაძესთან. ბატონო თემურ, თქვენ …

მუფთის მრჩეველი სამარხზე: „სასაფლაო-მემორიალზე” არ აღიმართოს რელიგიური ატრიბუტიკა

დასავლეთ საქართველოს მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ აჭარაში მცხოვრები მუსლიმები არ დათანხმდებიან მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ტესტის ჩატარების გარეშე დაკრძალვას. თემურ გორგაძე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვას გუშინაც გამოეხმაურა და დაწერა: „მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდნენ, რომ ამ სამარხში მუსლიმებიც იქნებოდნენ, საქმის კურსში არ ჩააყენეს არც ერთი მუსლიმური დაწესებულება. (მაგალითად, მუსლიმთა სამმართველო)“. თემურ გორგაძე თავის …

Exit mobile version