თბილისში 2 ადამიანი დაიღუპა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად

14 ივლისს თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ერთი პირი. თბილისის მერმა კახა კალაძემ სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევას უბედური შემთხვევა უწოდა. მისი თქმით, კორპუსის მოსახლეობას შესთავაზეს ქირით გადასვლა შენობის დემონტაჟისა და მისი ჩანაცვლების პერიოდში, თუმცა კორპუსის ყველა მოსახლე არ იყო ამაზე თანახმა. კალაძემ აღნიშნა, რომ ჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობის შესახებ …

თბილისში ერეკლე II-ის ძეგლის დასადგმელად 955 000 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

თბილისში ერეკლე II-ის ძეგლის დასადგმელად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 955 ათასი ლარია გამოყოფილი. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით პირველი ეტაპი [ძეგლის დამზადება ნატურალურ ზომებში] დასრულებულია და მეორე ეტაპისთვის [თაბაშირის ფორმის მომზადება, ძეგლის ჩამოსხმა ბრინჯაოში, ასევე ადგილზე მონტაჟი] საჭიროა 940 064 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით „ძეგლის საზეიმოდ გახსნა დაგეგმილია 2025 წლის სექტემბერში“. ძეგლი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით დამზადდება …

31 დეკემბრის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები სუფრას შლიან

2024 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სუფრის გაშლა დაიწყეს. რუსთაველზე მაგიდებს საქართველოს დროშის ფერების, თეთრი და წითელი გადასაფარებლები გადააფარეს და აქციის მონაწილეებმა საკვების დალაგება დაიწყეს. ესაა ტკბილეული, ციტრუსი, ხილი, კანფეტები, სხვადასხვა საკვები… ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია ბევრი ფორმით გამართულა, სუფრა იშლება, …

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის 8.5 მილიონ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 მილიონ 576 967 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს აცნობა და ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო მომსახურებების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობა ითხოვა. შესაბამის განკარგულებას კობახიძემ 5 დეკემბერს მოაწერა ხელი. განკარგულების მიხედვით, დაფინანსება 2024-2025 წლების ბიუჯეტების ასიგნებებიდან გაიცემა. მომსახურებების შესყიდვა უკვე დაწყებულია, ზოგ შემთხვევაში გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებებიც. თბილისის …

საპროტესტო აქციის დარბევა და დაკავებები – რა ხდება თბილისში

19 ნოემბერს, დილით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. დაშლამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, რომ აქციის დაშლას აპირებდნენ და მომიტინგეებს 15-წუთიან ვადას აძლევდნენ ქუჩის გასათავისუფლებლად. აქციის დაშლის შემდეგ მომიტინგეებმა მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს, თუმცა პოლიცია მათ თან გაჰყვა და აქციის …

1 პირის კვება თბილისის უფასო სასადილოებში 1 ლარი და 30 თეთრი ღირს, რეგიონებში – ცოტა მეტი

სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილო შეამოწმა. სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს. თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია. უფასო სასადილოების სახელმწიფო პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სერვისის მიზანია სათანადო კვების უფლების რეალიზება მოსახლეობისთვის. …

ლოკომოტივი – დინამო ბათუმის შეხვედრა 1:0 ანგარიშით დასრულდა

დღეს, 15 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი გაიმართა. გუნდებს შორის შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა.  რამდენიმე საგოლე მომენტის მიუხედავად, მეორე ტაიმის მიწურულამდე ანგარიში 0:0 იყო. მხოლოდ თამაშის 89 -ე წუთზე შეძლო „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა სიხარულიძემ გოლის გატანა და ანგარიში 1:0 გახდა „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ. მიუხედავად “დინამო” ბათუმის მცდელობისა,  საბოლოო ანგარიში ტაბლოზე სწორედ 1:0 …

“თქვენ მართმევთ 20 წუთს” – მგზავრები საქართველოს რკინიგზას მიმართავენ

„თქვენ მართმევთ 20 წუთს“ – მგზავრებმა, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან საქართველოს რკინიგზით, საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. მგზავრების თქმით, ბათუმი-თბილისის მატარებელი დანიშნულების ადგილას ჩასვლას საშუალოდ 20 წუთით აგვიანებს. მაგალითად, თუ დილით ბათუმიდან გასული მატარებელი თბილისში 12:50 საათზე უნდა იყოს [სწორედ ეს დროა განრიგში მითითებული], მატარებელი 13:20 წუთზე, ზოგჯერ კი 13:30-ზე ჩადის, ან უფრო მეტი დროით აგვიანებს. იგივე ხდება …

5 ქართული კერძი, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე ხშირად დაპოსტეს

ხაჭაპური – 17.9 %, ხინკალი – 15. 74 %, ჩურჩხელა – 8.11 %, აჭარული ხაჭაპური – 2.59 %, მწვადი – 2.95 % – ასე გამოიყურება ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ქართული კერძების პირველი ხუთეული. მონაცემები ტურისტების მიერ ინსტაგრამზე დაპოსტილი ფოტოებიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეაგროვა. Emotions are Georgia – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი კამპანიაა. კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული  …

Exit mobile version