„არ გვინდა კოლოფში ცხოვრება“ – 2 მლნ ბათუმის გენგეგმისთვის, რომლის განხორციელებაც უკვე სათუოა

ბათუმის გენგეგმის კონცეფცია მერიას თამარის დასახლების განვითარების გეგმას სთავაზობს და განმარტავს, რომ ეს გეგმა მოსახლეობის გამოკითხვისა და საჭიროებების კვლევის საფუძველზე შემუშავდა. თუმცა სამსჯელოა, რამდენად შესაძლებელია ამ გეგმის განხორციელება, რადგან დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად მერია თამარის დასახლებაში ცათამბჯენების პროექტებს განიხილავს და საკრებულოსთან შეთანხმებით ამტკიცებს, რაც რადიკალურად ცვლის იმ გარემოს, რომლის შენარჩუნების მოთხოვნაზეც კონცეფციის ავტორები წერენ. საკრებულოს ერთ-ერთ …

„ოცნებამ 3 მარშუტკით ჩაგვიყვანა აქციაზე, ახლა აღარ ვჭირდებით?“ – დაპირისპირება თამარის დასახლებაში

დღეს, 18 ივნისს, ხმაური იყო ბათუმში, თამარის დასახლებაში. აქ მოსახლეობა სტადიონის გაუქმებას აპროტესტებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები კონკრეტულ პირს აკავებენ, თუმცა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაპირისპირების დროს არავინ დაუკავებიათ. დავის საგანი სტადიონია, რომელიც დევნილების კორპუსების მიმდებარედ, კერძო სახლებში მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით 25 წლის წინ, საკუთარი ძალებით მოუწყვიათ. 2021 წელს თამარის დასახლებაში სახელმწიფო …

ბენზეს ხიდს გააფართოებენ – სამუშაო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

ბათუმის შემოსასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებულ ბენზეს ხიდს გააფართოებენ. სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 210 ათასი ლარია. ბენზეს ხიდის რეკონსტრუქციაში 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა თუმცა საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს. ბათუმის მერიის …

210 ათასი ლარი ბენზეს ხიდის გაფართოებისთვის – საცობში გაჭედილი ბათუმის შემოსასვლელი

ბათუმის შემოსასვლელში მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქციაში, რაშიც 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ამჯერად დამატებით 210 ათასი ლარი დაიხარჯება, ოღონდ ქალაქის ბიუჯეტიდან. ხიდს სავარაუდოდ გააფართოებენ. თამარის დასახლებაში აღნიშნული ხიდის რეკონსტრუქციამ საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, არაერთი პირი ამბობს, რომ ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ …

თამარის დასახლებიდან ბონის ბაზრამდე ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ

„ბენზედან ბონის მიმართულებით ფარეხში, ბაზარში ვერ დავდივართ, საქალაქო ავტობუსი აღარ დადის. ადრე დადიოდა 2 ნომერი და შემდეგ მოხსნეს. შეწუხებული ვართ, ორჯერ იქეთ და ორჯერ აქეთ უნდა შეიცვალო ტრანსპორტი ბაზარში რომ წახვიდე და მოხვიდე. ზამთარში ვწვალობთ განსაკუთრებით“, – მოგვწერეს მოქალაქეებმა „ბათუმელებს“. მოქალაქეები იმასაც გვწერენ, რომ ახალი მარშრუტის დანიშვნის თხოვნით ბათუმის მერიასაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. …

თამარის ციხეს გამაგრება სჭირდება, ბათუმის მერია კი ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწყობს 

ბათუმში, „თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის“ ქალაქის ბიუჯეტიდან 1 549 937 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები, ძირითადად, ციხის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. მათ შორის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული 35 ძირი ხის გადაბელვას – ტოტების აჭრას. „თამარის ციხე“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება …

როდის განახლდება წყლის მიწოდება ბათუმში, თამარის დასახლებაში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 7 ივნისს, 16:30-დან წყლის მიწოდება შეუწყდათ თამარ მეფის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ცნობით, დასახლებაში წყლის მიწოდება 22:00 საათზე განახლდება. კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.  

ხვალ ღამით თამარის დასახლებას წყლის მიწოდება შეეზღუდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 16 ივლისს, 22:00-დან 08:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება თამარის დასახლებაში. ხვალ, დღის განმავლობაში, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება შეუწყდება ხელვაჩაურის დასახლებასა და ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთს, ლერმონტოვიდან მელიქიშვილის ქუჩამდე.

24 ივნისს თამარის დასახლებაში სარკინიგზო გადასასვლელი ჩაიკეტება – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 24 ივნისს, დილის 06:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე თამარის დასახლების სარკინიგზო გადასასვლელი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება. „შეზღუდვა ახალი გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება. განხორციელდება არსებული ლიანდაგის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, ლიანდაგის ფენილი თანამედროვე სტანდარტის ახალი რეზინოკორდული ფენილით შეიცვლება,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში. შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარცხანის დასახლების გავლით.

თამარის დასახლებას რამდენიმე საათით წყალი შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს 27 ივლისს, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:00-დან 14:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. „წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით მიეწოდათ“-აცხადებენ „ბათუმის წყალში“. სამუშაოებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ,,ბათუმის წყლის” ცხელი ხაზის მეშვეობით, შემდეგ ნომერზე: (0422) 242222, ან 1152.

ბათუმში მეოთხე სართულიდან ჩამოვარდნილი კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან, შუახნის კაცი ჩამოვარდა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ მედიკოსებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 650 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.  ახალი საბავშვო ბაღი თამარის დასახლებაში 210 აღსაზრდელს მოემსახურება. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, შენობაში ახლა წყლის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემებს აწყობენ. მთავრობის ინფორმაციით შენობის ფასადი გრანიტის ფილებით შეიფუთება, ეზოში კი სათამაშო მოედანი მოეწყობა. მთავრობისვე ინფორმაციით, …

განთიადში, მახინჯაურსა და თამარის დასახლებაში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების მილი დაზიანდა, რომლის შესაკეთებლად სარემონტო სამუშაოები ტარდება. სარემონტო სამუშაოების გამო  დღეს, 12 აპრილს, 17:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადის, მახინჯაურისა და თამარის დასახლების ზოგიერთ აბონენტს.  

Exit mobile version