ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ავტომანქანა დაეჯახა, ის კლინიკაშია გადაყვანილი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კლინიკაშია გადაყვანილი. მას ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაცია ამის თაობაზე თავადა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ფეისბუქზე. „სკუტერზე მანქანა დამეჯახა. მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ. ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს. კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად რა მოხდა, არაფერი მახსოვს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე. შემთხვევის შესახებ ისაუბრა ზურას ძმამ, გია ჯაფარიძემაც. „მანქანა …

„უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რა გვაქვს ნაფიქრი და დაგეგმილი“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

მოლდოვისა და უნგრეთის შემდეგ, იქნება თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც კიდევ ერთხელ დამარცხდება რუსული პოლიტიკა? – უნგრეთში პრორუსი ორბანის დამარცხებამ ეს იმედები ქართულ საზოგადოებაშიც გააჩინა. რა შეიძლება ისწავლოს უნგრეთის მაგალითიდან ქართულმა ოპოზიციამ? – „ბათუმელები“ ოპოზიციური ალიანსის წევრი პარტიის, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ესაუბრა. ბატონო ზურაბ, უნგრეთის არჩევნებში მადიარის გამარჯვების შემდეგ, სოციალურ …

„სახლში შესვლა ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი, უბრალოდ, შეგჭამს“ – ზურაბ ჯაფარიძე

„პროტესტი არის ის, რაზეც დაშენდება ყველაფერი“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებზე საუბრისას. იგი მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ეს შესაძლებელია. „ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა მივამატოთ ჩვენ ამ ბრძოლას, პროტესტი იქნება მაინც მისი საფუძველი.ეს არის ქვეყანა, სადაც უკვე დიქტატორული რეჟიმია: ჩვენ აღარ გვაქვს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები, ამ …

„თუ ეს 2 ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე“ – ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

„პირველი ფაქტორია: დაინახო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ექნება მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა – მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაცია შეიძლება დავარქვათ ამას და მეორე ფაქტორია მომენტი, როცა ეს ადამიანები გასაგებად დახატავენ გზას – როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. თუ ეს ორი ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე. ამ შემთხვევაში გარისკავენ ადამიანები და გამოვლენ,“ – მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე. მასთან ინტერვიუ ბათუმში …

„ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთისმაგვარი წარმონაქმნი“ – ზურაბ ჯაფარიძე

დღეს, 19 დეკემბერს, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპყრობილე დატოვა. ზურაბ ჯაფარიძე ე,წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო დააკავეს 22 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა მედიასთან. მან თქვა, რომ დღესვე აპირებს რუსთაველზე გასვლას. „7-თვიანი …

„დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე

პატიმრობაში მყოფი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც ფეისბუქზე, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ზურაბ ჯაფარიძე წერს: „ძალიან არასერიოზულია შეწუხებული სახეებით არგუმენტირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქართული სირცხვილის მიერ დაანონსებული ე.წ განათლების რეფორმა თურმე არ გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ქვეყანაში, თურმე პირიქით, გააუარესებს ამიტომ და ამიტომ. ამ დისკუსიაში შესვლა …

Exit mobile version