საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. ეს თანამდებობა ზურაბ სიხარულიძემ დატოვა და სამუშაოდ იმ კომპანიაში გადავიდა, რომელიც „ბათუმის შემოვლითი გზის“ პროექტს ზედამხედველობს. „ჩემი სურვილით დავტოვე თანამდებობა, ბევრი ვიშრომე და ასე გადავწყვიტე… ისევ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე განვაგრძობ მუშაობას. დავსაქმდი კომპანია „სნეკში“, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა და საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს შემოვლითი გზის პროექტზე, ახლა …
Tag Archives: ზურაბ სიხარულიძე
გამზირი ქალაქში ტროტუარების, ზებრებისა და სანიაღვრე არხის გარეშე [ფოტო]
ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელი გზაა. ეს გზა ბათუმი-ახალციხის საგზაო მაგისტრალის ნაწილია და ქალაქ ბათუმის ტერიტორიულ საზღვრებშია მას შემდეგ, რაც ბათუმს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი შემოუერთეს. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რომელიც დაახლოებით 5 კმ სიგრძისაა, დღემდე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა – არ არსებობს გზის გასწვრივ ტროტუარები, არ არის შეღებილი ზებრა გადასასვლელები, არ არსებობს სანიაღვრე არხები, რის გამოც წვიმის …
Continue reading “გამზირი ქალაქში ტროტუარების, ზებრებისა და სანიაღვრე არხის გარეშე [ფოტო]”
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ავტომანქანების გადაადგილება თავისუფალია. წვიმის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულთან 19 მაისს ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმი-ახალციხის მონაკვეთი ჩახერგა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდული იყო. „მობილიზებული გვყავდა ტექნიკა და ღამით გზა გავწმინდეთ. დანისპარაულის მიმდებარე ტერიტორია ზოგადად მეწყრული ზონაა, თუმცა ამ დროისთვის გზა გახსნილია. ჩვენ, სპეცტექნიკა მუდმივად გვყავს გოდერძის …
Continue reading “ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია”
მოქალაქე ავტობანზე – მიწის გორები დამიტოვეს და წავიდნენ
ჩაქვში, აღმაშენებლის 80-ში მცხოვრები ნუგზარ გამრეკელიძე ამბობს, რომ ავტობანის გაყვანის შემდეგ ის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ვეღარ იყენებს. ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანის პროცესში მიწა მშენებელ კომპანიას ნუგზარ გამრეკელიძის ფართობში დაუყრია. „2014 წელს მიდიოდა ეს სამუშაოები. ჩინური კომპანიიდან იყვნენ და მთხოვეს, იქნებ მიწის დაყრის უფლება მოგვცე, იჯარის ხელშეკრულებას გაგიფორმებთო“, – გვიყვება ნუგზარ გამრეკელიძე. – „შევთანხმდით, …
Continue reading “მოქალაქე ავტობანზე – მიწის გორები დამიტოვეს და წავიდნენ”
ვინ შეაკეთებს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს აჭარის მაღალმთიანეთში
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი სოფელ დოლოგნიდან ერგემდე ორმოებადაა ქცეული, ამორტიზებულია ასევე გზის მონაკვეთები შუახევში – დაბა ხიჭაურიდან შუახევის მუნიციპალურ ცენტრამდე და ხულოში – დაბისა და მიმდებარე ტერიტორიები. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის თქმით, საავტომობილო გზაზე ქედის მონაკვეთამდე ორმოები ამოივსება, ხოლო ხულოსა და შუახევში მწყობრიდან გამოსულ ათკილომეტრიან მონაკვეთებს [მთლინობაში 20 კილომეტრს] …
Continue reading “ვინ შეაკეთებს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს აჭარის მაღალმთიანეთში”
ნაგავსაყრელად ქცეული ყოფილი მაგისტრალი
მწვანე კონცხის დასახლებაში, იმ გზის გარკვეული ნაწილი, რომელიც მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე ცენტრალური მაგისტრალი იყო, დღეს არაოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. უღელტეხილიდან ჩაქვის მიმართულებით გზის გასწვრივ ორივე მხარეს მიწაში არეული ასფალტის ნატეხებისა და ნაგვის გორები დგას. ეს გზა ახლა თბილისის ქუჩაა და ის ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე მის გასწვრივ არსებული ცენტრალური …
გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია – ნამქერში 3 მანქანაა ჩარჩენილი
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბათუმი-ახალციზის გზის 106-123 კილომეტრზე – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით აჭარის ტერიტორიაზე მოძრაობა აკრძალულია გზის 106-117 კილომეტრზე. ეს არის გოდერძის უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – დაახლოებით, სათხილამურო ტრასიდან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მონაკვეთი. …
Continue reading “გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია – ნამქერში 3 მანქანაა ჩარჩენილი”