ბათუმის ცენტრში მშენებლები ერთი კვარტალის ათვისებას გეგმავენ

ბათუმში, გორგილაძის #22-დან 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე და ამ გადაკვეთიდან მემედ აბაშიძემდე დაბალსართულიანი სახლების ათვისებას და ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობას გეგმავენ. ამ უბანში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად რამდენიმე კომპანია იბრძვის, მათ შორის, ორს ერთ ეზოზე აქვს პრეტენზია. გასულ ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ისინი ერთმანეთს ზონალური საბჭოს სხდომაზე დაუპირისპირდნენ. გორგილაძის #22-სა და #24-ში მშენებლობის ნებართვის მოპოვებას შპს „მინი …

ახალი კორპუსი ისტორიული სახლის ნაცვლად ვაჟა-ფშაველას 13-ში

„ამ ადგილზე რომ რაღაც უნდა აშენდეს, მე მივედი ამ პოზიციამდე ბევრი ფიქრის შემდეგ,“ – ეს ზაურ ახვლედიანმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზონალური საბჭოს სხდომის შემდეგ გვითხრა. საბჭოს სხდომაზე დღეს, 3 ივლისს, ვაჟა-ფშაველას 13-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენების საკითხი განიხილეს. კომპანიას, რომელმაც ამ მისამართზე ისტორიული სახლი 2015 წელს დაანგრია, საბოლოო პასუხი ვერ უთხრეს, თუმცა …

ზონალურმა საბჭომ დღეს 16 სამშენებლო პროექტი განიხილა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „პეტრა მწვანე ზონა“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი რენდერის მიხედვით, დაგეგმილია ცხრასართულიანი შემინული შენობის მშენებლობა, რომლის სიმაღლეც 43 მეტრი იქნება. საბჭოს თავმჯდომარის ზაურ ახვლედიანის თქმით, ასეთი მასშტაბის შენობა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. რა გადაწყვეტილებები მიიღეს …

Exit mobile version