ახალი სამშენებლო კოდექსი დღეიდან სრულად ამოქმედდა. სპეციალისტების განმარტებით, კოდექსი სამშენებლო ნებართვის მისაღებად ახალ მოთხოვნებს აწესებს და აქცენტი კვარტალური განაშენიანების გეგმების მომზადებაზე გადადის. წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებელს ნებართვის მიღება გაუჭირდება. რა შეიცვლება მათთვის, ვისაც უნებართვოდ აშენების, მიშენებისა და დაშენებისთვის, ასევე შეთანხმებული პროექტიდან გადახვევისთვის მოქმედი რეგულაციები არ აშინებდა – მშენებელი უნებართვოდ ხშირად ამატებდა ფართობს, რომელსაც დაკისრებულ ჯარიმაზე ბევრად …
Tag Archives: ზედამხედველობის სამსახური
მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი და მიმინო გაუშვეს
მაჭახელას ეროვნულ პარკში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი და მიმინო გაუშვეს. როგორც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმინო და შველი ადგილობრივებმა მდინარეში იპოვეს. მათ მცირე დაზიანებები ჰქონდათ, „ადგილობრივები ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ჩაერთო დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოც, უმკურნალეს შველს და მიმინოს და შემდეგ გაუშვეს პარკში,“- გვითხრეს ზედამხედველობის დეპარტამენტში. მაჭახელას ეროვნული პარკი აჭარაში, მდინარე მაჭახელი ხეობაში, 8 733 …
Continue reading “მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი და მიმინო გაუშვეს”
2018 წელს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 630 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4630 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 214 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1104 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს …
Continue reading “2018 წელს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 630 ფაქტი გამოვლინდა”
შემოღობილი ტროტუარი გორგასლის ქუჩაზე
ბათუმში, ვახტანგ გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში, რესტორმა „იკრამ“ ტროტურზე სავალი ნაწილი ხის ღობით შემოსაზღვრა. გადაკეტილი ტროტუარის გამო ფეხით მოსიარულეები იძულებულნი არიან, ველობილიკზე გაიარონ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის, ეკონომიკური საქმიანობის, ნებართვების განყოფილების უფროსი, თამაზ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ რესტორან „იკრას“ ტროტუარის შემოღობვაზე ნებართვა მერიისგან არ აქვს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თენგიზ მესხიძე კი ამბობს, …
სუს-ის მაღალი თანამდებობის პირი ქობულეთის მერიაში გადავიდა სამუშაოდ
ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი ეყოლება. ამ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მინდია რომანაძემ გაიმარჯვა. მინდია რომანაძე აქამდე ანტიკორუფციულ სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ანტიკორუფციული სააგენტო სუს-ის სტრუქტურული ერთეულია. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ათ ადამიანს ჰქონდა. გასაუბრების ეტაპზე კომისიამ მხოლოდ ორი კონკურსანტი გადაიყვანა – მინდია რომანაძე და გიორგი ლილუაშვილი. „მაგრამ გიორგი ლილუაშვილი გასაუბრებაზე აღარ მოვიდა. ჩვენთვის უცნობია, რატომ …
Continue reading “სუს-ის მაღალი თანამდებობის პირი ქობულეთის მერიაში გადავიდა სამუშაოდ”
ვისგან და რის გამო აიღო ქრთამი ბათუმის მერიის თანამშრომელმა – გამოძიების ვერსია
სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფუტკარაძე. წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 23 ოქტომბერს, გაიმართა. გიორგი ფუტკარაძე 19 სექტემბერს დააკავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. მაშინ სამართალდამცველებს არ უთქვამთ, რის გამო და რა ვითარებაში აიღო ქრთამი ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა გამოძიების ოფიციალური ვერსიის შესახებ. პროკურატურის …
Continue reading “ვისგან და რის გამო აიღო ქრთამი ბათუმის მერიის თანამშრომელმა – გამოძიების ვერსია “
მშენებლობა ბადეებისა და მოაჯირების გარეშე – როგორ მუშაობს ზედამხედველობა
დაცული იყო თუ არა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 17 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა? – „ბათუმელების“ კითხვაზე ბათუმის მერიაში დღეს, 21 აგვისტოს გვითხრეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ. მშენებლობებიდან მუშების გადმოვარდნის, დაშავების, ან გარდაცვალების ტენდენცია გრძელდება. ბათუმის ქუჩებში ზედიზედ შეგიძლიათ ნახოთ მშენებლობები სამშენებლო ბადეების, ან მოაჯირების გარეშე. მერიის ზედამხედველობის …
Continue reading “მშენებლობა ბადეებისა და მოაჯირების გარეშე – როგორ მუშაობს ზედამხედველობა”