„გუდაურში ფეხზე დამდგარს გამიკეთეს გამაყუჩებელი, ტრავმატოლოგიც კი არ ჰყავთ“ – მოქალაქე

თორნიკე აბულაძე, „სოლიდარობის თემის“ აღმასრულებელი დირექტორი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის კურორტზე, გუდაურში, სამედიცინო მომსახურება ფაქტობრივად არ არსებობს. „სოციალურ კეთილდღეობაზე და ადამიანის ბაზისურ საჭიროებსაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა. კურორტ გუდაურს, რომელიც ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სათხილამურო სივრცედ, სამედიცინო მომსახურება აქვთ 0, მოგიყვებით ჩემს გამოცდილებას. სრიალისას დავიზიანე და გამიტყდა მარცხენა …

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძსა და ახლო მდებარე სოფლებში

აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნა. რა ღირს დასვენება წელს კურორტზე? გოდერძიზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძია“. ნომრების ღირებულების გასარკვევად სასტუმროს მიღება-განთავსების მენეჯერს, ირაკლი იაკობაშვილს ვესაუბრეთ. „საახალწლო პერიოდში, რა თქმა უნდა, ფასები გაზრდილია. ორადგილიანი ნომრის ღირებულება იწყება 250 დოლარიდან. ერთადგილიანი ნომრის ღირებულება საახალწლო პერიოდში 230 დოლარია, შარშან 170 დოლარი იყო. საახალწლო …

როგორ მიმდინარეობს სეზონი და რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე

„მხოლოდ გზის პრობლემა გვაქვს ხულო-გოდერძის მონაკვეთზე, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა. გზა რომ იყოს, ხალხიც იქნება“, – გვითხრა ზაურ კოჩალიძემ. ის ხულოს სოფელ რიყეთის მკვიდრია და ოჯახის წევრებთან ერთად კურორტ გოდერძიზე მუშაობს. ზაურის ძირითადი საქმე საკუთარი ჯიხურიდან თხილამურებისა და  სრიალისთვის აუცილებელი თუ დამხმარე საშუალებების გაქირავება და ინსტრუქტორობაა. „ჩვენთან მთელი დღით თხილამურების, ბათინკების, ხელჯოხებისა და ჩაფხუტის დაქირავება 30 …

გოდერძიზე სეზონის გასახსნელად თოვლს ელოდებიან

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე სეზონის გასახსნელად თოვლის მოსვლას ელოდებიან. როგორც „ბათუმელებს“ მთის ტრასების სააგენტოში განუცხადეს, სამთო კურორტი სეზონის გასახსნელად მზადაა, მთავარია თოვლი მოვიდეს. „კურორტი აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რაც მთას სჭირდება – ბურანით, კვადროციკლით, თოვლსატკეპნით თუ სხვა დამატებითი ტექნიკით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კურორტ „გოდერძიზე“ მდებარე ყველა სასტუმრო და კოტეჯი წინასაახალწლოდ …

კურორტ გოდერძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შეიძლება 

კურორტ გოდერძიზე სეზონი გაიხსნა, თუმცა კურორტამდე მისვლა ძალიან ჭირს. ერთ-ერთი ტუროპერატორის – „Kila Travel“  წარმომადგენლის, გიორგი კიკვაძის თქმით, „ბათუმიდან კურორტზე ასასვლელად 8-9 საათია საჭირო. შესაბამისად, გზა ძალიან დამღლელია“. გიორგი კიკვაძის თქმით, კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე თუნდაც წინა წელს. „რადგან კურორტი ბათუმთან ახლოსა, მოთხოვნა დიდია. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ უარი ვთქვით ამ მომსახურებაზე. …

ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია – რა ღირს ზამთრის კურორტებზე დასვენება

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები გაიხსნა. თოვლის მოყვარულებს საახალწლო არდადეგების ზამთრის კურორტებზე გატარება უკვე  შეუძლიათ.  „25 დეკემბერს გაიხსნა გუდაურისა და გოდერძის სათხილამურო კურორტები. ყველა საბაგირო ჩართულია და მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში. მესტიის კურორტი, არასტაბილური დენის გამო, 28 დეკემბერს გაიხსნა, ჰაწვალისა და თეთნულდის არეალები ახლა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს,“ – გვითხრეს მთის კურორტების მართვის კომპანიის პრესსამსახურში.  აქვე გვითხრეს, რომ ჯერ …

ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირ გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს

შპს „გთმ გროუპმა“ 5000 კვადრატული მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, 85 250 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე ზურაბ პატარაძემ მიიღო [ბრძანება #258 7/12/2017]. შპს „გთმ გროუპი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიაა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებთან“ თავად ზურაბ პატარაძემ დაადასტურა. „აჭარა პატარა რეგიონია და …

საახალწლოდ კურორტ „გოდერძის“ ყველა სასტუმრო ნომერი დაჯავშნილია

აჭარის მთავრობამ კურორტ „გოდერძიზე“ დაწყებული პროექტების გასაგრძელებლად 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში 5 მილიონი ლარი გაითვალისწინა. მომავალ წელს კურორტის ადმინისტრაცია გეგმავს შეისყიდოს დარჩენილი 1 300 მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი და დაიწყოს გზის მშენებლობა: „ამით დასრულდება კურორტის შიდა გზის პროექტი. ჩვენ არ ვაპირებთ ბეტონის გზის დაგებას, რომ მომავალში კურორტზე დაგეგმილმა მშენებლობამ არ დააზიანოს ეს ინფრასტრუქტურა. …

რა ღირს დასვენება აჭარის ზამთრის კურორტებზე

კურორტ „გოდერძიზე“ გასულ წელს ამ დროს უფრო მეტი დამსვენელებლი ჰყოლიათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ დანაკლისს საახალწლო დღეები შეავსებს. ამ დროისთვის ადგილობრივები მთავარ პრობლემად დაზიანებულ გზას ასახელებენ და ამბობენ, რომ რეაბილიტირებული გზის შემტხვევაშუ დამსვენებელთა რიცხვიც მაღალი იქნებოდა. სასტუმროს და კოტეჯების მენეჯერები კი საახალწლო პროგრამას ამზადებენ. ბათუმიდან კურორტ „გოდერძიმდე“ 109 კილომეტრი უნდა გაიარო. ამ მანძილის დაფარვის შემდეგ კი …

გოდერძი იხსნება, გომარდული – არა

ზამთრის კურორტი „გოდერძი“ 10 დეკემბერს გაიხსნება. სახელმწიფო შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ამ კურორტს ბაკურიანის „დიდველთან“ და გუდაურთან ერთად გახსნის. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „გოდერძს“ კომპანიის ხელმძღვანელთან, სანდრო ონოფრიშვილთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე გახსნიან. კურორტის გახსნაზე სპორტული სკოლების „ქედლებისა“ და „დანისპარაულის” ბავშვები სახალისო შეჯიბრებებს მოაწყობენ. ჯერჯერობით …

Exit mobile version