საბა მელისკაური თიანეთში, დაბა სიონის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. 29 წლის პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნულ დღეზე დააჯილდოვეს პრემიით – „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. ამ ნაწარმოების ბავშვებისთვის განსაკუთრებულად შესწავლის გამო. როგორია საბა მელისკაურის „ვეფხისტყაოსანი“ და როგორ შეაყვარა ის, თავის ერთადერთ მოსწავლეს – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა პედაგოგს. საბა, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ გახდით მასწავლებელი და რატომ? …
Tag Archives: ვეფხისტყაოსანი
ბათუმელი მე-12 კლასელი, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია შექმნა
„ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია, რომელიც ოქტომბერში გამოჩნდა საჯარო სივრცეში, მე-12 კლასელმა კობა ჟღენტმა შექმნა. აპლიკაციას უკვე 14 500 გამომწერი ჰყავს და პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, აპლიკაციით უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც დაინტერესდნენ. როგორც კობა გვეუბნება, აპლიკაციის შექმნას თითქმის მთელი წელი დასჭირდა. ახლა ის ჰაგიოგრაფიის ნაწილზე მუშაობს. „ზოგადად, ძველი ქართულის გაგება არა მარტო სკოლაში, უნივერსიტეტშიც კი უჭირთ ხოლმე, …
Continue reading “ბათუმელი მე-12 კლასელი, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია შექმნა”
ახალდაქორწინებულ წყვილს სამზითვო „ვეფხისტყაოსანს“ გადასცემენ
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, „ვეფხისტყაოსანს“ გადასცემენ, როგორც „სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლოს“. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება,“ – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ …
Continue reading “ახალდაქორწინებულ წყვილს სამზითვო „ვეფხისტყაოსანს“ გადასცემენ”
გერმანულენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ილუსტრაციები
„ვეფხისტყაოსნის“ მრალფეროვანი ილუსტრაციების რიცხვს გერმანულად თარგმნილი პროზაული „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებიც შეემატა. ილუსტრაციებზე კიტ მენშიკმა იმუშავა. გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, კიტ მენშიკს დასურათებული აქვს ჰარუკი მურაკამის, „კალევალას“ რუნების, ედგარ პოს, შექსპირისა და სხვა ნაწარმოებების გერმანულენოვანი თარგმანები. ტექსტის პროზაული ვერსიის ავტორი ჟურნალისტი ტილმან შპრეკელსენია, „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ ენაზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გამომცემლობა Galiani Berlin-მა გამოსცა. გერმანიაში წიგნის პრეზენტაცია 6 სექტემბერს …
Continue reading “გერმანულენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ილუსტრაციები”
წერილები რუსთაველს 21-ე საუკუნიდან
”გამარჯობა! პირველ რიგში ბოდიშს გიხდი ახალქართულისთვის. იმედია, სირთულეები არ შეგექმნება კითხვისას”-ეს წერილი მეათეკლასელმა ლიზი ბოლქვაძემ შოთა რუსთაველს მისწერა. 23 აპრილს ბათუმის სკოლა „ევრო– 2000–ში“გაიმართა პროექტის პრეზენტაცია: „წერილები რუსთაველს 21-ე საუკუნიდან“. პროექტში ჩართულნი იყვნენ ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები. მონაწილეებმა წერილები მისწერეს შოთა რუსთაველს. პროექტის მიზანი იყო, ერთგვარი ხიდი გაგვედო თანამედროვეობასა და წარსულს შორის, რათა მოსწავლეებისთვის …
შეამოწმე, როგორ გახსოვს „ვეფხისტყაოსანი” [ტესტი]
დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხატვრული ქართული ნაწარმოები „ვეფხისტყაოსანი” შუასაუკუნეებში ანტიქრისტიანულ, სპარსულ პოემად მიიჩნეოდა და ხშირად დევნიდა ეკლესიაც. ჩვენამდე „ვეფხისტყოსნის” 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნია მოღწეული და თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. შეავსე ტესტი და შეამოწმე, რა გახსოვს „ვეფხისტყაოსნიდან” ამავე თემაზე: როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი” სკოლაში
„ვეფხისტყაოსნის“ დღეები ბათუმში (ფოტო)
დღეს, 26 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკში, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ დღეები გაიმართა.
„ვეფხისტყაოსნის“ დღე რუსთაველის უნივერსიტეტში
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე აღინიშნება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 37-ე აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია. შოთა რუსთაველის დარბაზში (55-ე აუდიტორია) პროფესორები – რამაზ ხალვაში და შორენა მახაჭაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს თემაზე: „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საიდენტიფიკაციო კოდი“, ხოლო ასოცირებული …
Continue reading “„ვეფხისტყაოსნის“ დღე რუსთაველის უნივერსიტეტში”
ბსუ „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსი გამოაცხადა. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის დღესთან დაკავშირებით ეწყობა, რომელიც 17 ივნისს აღინიშნება საქართველოში. მონაწილეობის მსურველებმა 15 ივნისამდე, საკუთარი ხელით შესრულებული და გემოვნებით გაფორმებული ერთი სტროფის [„ვეფხისტყაოსნიდან“] ხელნაწერი, A4 ფორმატის ქაღალდზე, უნდა წარმოადგინონ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში [ოთახი …
Continue reading “ბსუ „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს”
როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში
როგორ ასწავლიან და როგორ უნდა ისწავლებოდეს „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ფილოლოგს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა. ბატონო ლევან, რა/ვინ იყო ის, რამაც დაგაინტერესათ „ვეფხისტყაოსნით“, იყო ეს სკოლა? სკოლაში კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, მაგრამ, ზოგადად, სკოლის პროგრამა ისეა აწყობილი, რომ დამაინტრიგებელი შეიძლება არ გახდეს ტექსტი. უფრო იმისთვის გამზადებენ, როგორ დაწერო თემა ისე, …