გოდერძიდან შავ ტბამდე – აჭარის მთებში 24-კილომეტრიანი ველომარშრუტი ამოქმედდა

აჭარას ახალი, გოდერძის წრიული ველომარშრუტი შეემატა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 24-კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის მარკირებაც წელს განხორციელდა, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება და გოდერძიდან მწვანე ტბამდე, რიყეთისა და ლოდიძირის იალაღებში გადის. მარშრუტის პირველი გაჩერება მწვანე ტბაა, სადაც მოგზაურებს პიკნიკი, ნავით ტბაზე გასეირნება შეუძლიათ. მწვანე ტბის შემდეგ ველომარშრუტი შავი ტბისკენ გრძელდება. ტყის სიმწვანეში ჩაფლული შავი ტბა ზღვის …

საახალწლო ველომსვლელობა ბათუმში

დღეს, 29 დეკემბერს, ველომოყვარულები საახალწლოდ განათებული ველოსიპედებითა და საახალწლო კოსტიუმებით მსვლელობას მოაწყობენ. „29 დეკემბერს, თვის და წლის ბოლო პარასკევს, ვიკრიბებით ტრადიციულად ანბანის კოშკთან“ – ნათქვამია Critical Mass Batumi-ს განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა. „არ ვასწრებთ ერთმანეთს, არ ვიფანტებით და ყველანი გადავადგილდებით ერთად ჯგუფურად 10-15 კმ/ს-ით, ვჩერდებით გზაჯვარედინებზე და ველოდებით ერთმანეთს, რათა უკან არ ჩამოგვრჩეს არავინ, …

CRITICAL MASS – ველომსვლელობა ბათუმში [ანონსი]

25 ნოემბერს, 19:30 საათზე ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორების განმარტებით, „CRITICAL MASS“ ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება. „მსვლელობის მიზანია გავაგებინოთ ავტომობილის მძღოლებს, საზოგადოებას და სამთავრობო სტრუქტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო სივრცე გადაადგილებისთვის და მოვითხოვთ ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.  ასევე, მსვლელობის ერთ-ერთი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ ველოსპორტს და ველოსიპედით გადაადგილებას ქალაქში. ასეთი ტიპის მსვლელობა უკვე …

30 სექტემბერს Critical Mass Batumi-ის შემოდგომის მსვლელობა მოეწყობა

30 სექტემბერს Critical Mass Batumi-ის შემოდგომის მსვლელობა მოეწყობა. შეკრების მიზანი კვლავ რჩება ავტომანქანების მფლობელებისთვის იმის შეხსენება, რომ უსაფრთხო სივრცე ველოსიპედისტებსაც სჭირდებათ და რომ მათი მოძრაობის დროს, დამატებითი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ველომოყვარულები ანბანის კოშკთან 18 საათსა და 30 წუთზე შეიკრიბებიან, ქალაქის ქუჩებში ორგანიზებული ველომსვლელობა კი 19:00ს საათზე დაიწყება. Critical Mass Batumi-ს ძირითადი წესებია – ველოსიპედისტები არ ასწრებენ ერთმანეთს, არ იფანტებიან და ყველანი …

Exit mobile version