დეპუტატი, რომელიც 9 წლის წინ გაასამართლეს ტელევიზიის ხელშეშლისთვის: „პარალელი არასწორია“

ჯერ უცნობია, მოჰყვება თუ არა რეაგირება აჭარის ტელევიზიის შესასვლელთან დღეს, პირველ ივნისს, კარვის ჩადგმას. 9 წლის წინ, როცა ტელევიზიის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს, მენეჯმენტმა სწორედ ის განაცხადა, რაც დღევანდელმა მენეჯმენტმა თქვა: „ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაა“. 2011 წლის 21 მაისს აქციის მონაწილეები თავისუფალ აჭარის ტელევიზიას ითხოვდნენ. დღესაც იმავეს ითხოვენ – უკვე მეოთხე დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს ალექსანდრე მილორავა …

რედაქცია დირექტორის სამსახურში ანუ როგორ გააშუქა აჭარა TV-მ ჟურნალისტის გათავისუფლება

კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი ჟურნალისტის – მალხაზ რეხვიაშვილის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლება მაუწყებელმა ასეთი სათაურით გააშუქა: – „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციის და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“. მაუწყებელმა ეს სათაური გამოიყენა მაშინ, როცა გათავისუფლებულ ჟურნალისტს და ტელევიზიის მენეჯმენტს შორის სასამართლო დავა არათუ დასრულდა, არამედ ჯერ არც კი დაწყებულა. შესაბამისად, სასამართლოს არც ერთ ინსტანციას არ დაუდგენია ის, რაც აჭარის ტელევიზიამ …

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი დახურულ კონკურსზე აირჩიეს

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, დახურულ კონკურსზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება დღეს, 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ მიიღო. აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში  ვახო ხუზმიაშვილის მოსვლის შესახებ ინფორმაცია გიორგი კოხრეიძის არჩევის დროსაც ვრცელდებოდა. ვახო ხუზმიაშვილი აქამდე „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა. ბოლო პერიოდში იგი “Prime Time”-ის დირექტორი იყო. კონკურსში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები …

Exit mobile version